 | ავტორი: ნიიც ჟანრი: პოეზია 4 დეკემბერი, 2025 |
მზე ცის კიდეში ცას მიეფარა, გარდაიცვალა, ფერი იცვალა, ირგვლივ გარემო თითქოს გამუქდა, თითქოს სუდარა მან მოიფარა.
აქ შეიცვალა ყოველი წუთი, წამებმაც სხვა მხრივ იწყეს წიწინი, ვინც თავს სწირავდა ამ მიწისათვის, აღარ დადიან დღეს აქ ისინი.
მოხუცი მამა ცვრიან ბალახზე, დღეს აღარ დადის სასხლავით ხელში, და მზის წიაღში შუქს მიეფარა, მოხუცი დედა დაღლილი მზერით.
ბალახს დღეს ისევ ცვარი ასველებს, ფოთლები ისევ სცვივიან ხეებს, მზეც ისევ ისე ძლიერ ელვარებს, ისევ მიზდევენ დღეები დღეებს,
ფერი იცვალა ირგვლივ ბუნებამ, ფერი იცვალა თითქოს გარემომ და არაფერი არ შეიცვალა, თითქოს ტირილიც არვის გაეგოს.
დროთა ჭიდილში ფერიცვალებას, ფერთა ცვალებას აქვს თავის წესი, ფერს იცვლის,ცვივა ძველი ფოთოლი და ახალ ფოთლებს ელიან ჩენში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დსაწყისი კარგი იყო... დსაწყისი კარგი იყო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|