ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2025


ჩემი მხიარული რითმებიდან

#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

***
საერთოა წესი ესე  მშრომელის თუ მპარავის -
ყველას უნდა მოპოვება კეთილისა, არ ავის.
მჩუქებელზე უკეთესი?! -  ქვეყნად ვინმე არ არის!
მაქებარი?! - ღმერთსაც უყვარს, პირში მთქმელი ? - არავის!

***
ვარაუდობს უცხოელი, არას ამბობს მტკიცებით,
მერე - თავის ვარაუდზე
დასკვნებს დაახვავებს.
შიგნით? -    უსმენთ გულისყურით, სრული გაფაციცებით.
შიგნით ? იღებთ უეჭველად, უცებ გაიფიცებით…
რატომ? 
კარგად გინახავენ ფულის უნახავებს?

***

შიგნით - გარეთ -  ყველას უნდა ერთი -  ფული, ფული!
იყოს თეთრი, იყოს შავი, სულაც ტარიფული,
იყოს  თუნდაც ჭუჭყიანი, ლაფში ჩალაფული!
ამიტოა ეს ქვეყანა ასე დაღუფული!


***
ფული? - ლომის ხახაშია,  კბილით უნდა აცალო,
მიდის ქვეყნის გასხვისება -  საბითუმო- საცალო.
შოულობენ?! - გადარჩენა  არის მათი ოცნება!
ვის რად უნდა  ქვეყანაზე ნეტა პატიოსნება!

***
თუ მონა ხარ, სულერთია, ვისი მონა ხარ!
ერთ ბატონს თუ დაეხსნები, ახალს მონახავ!
მონებს უყვართ გაჯიბრება, თავი გაუქონიათ,
სჯერათ - თავის ბატონისა, სხვისი - ავი ჰგონიათ!
მერე რა,  თუ ბატონმა  წესებს გადაუხვია,
სხვა ბატონებს მაინც სჯობს, მუდამ სხვებზე უხვია!

***
მაცხრებიან სვავნი მე - მწყერს,
თავი გაიჩარჩეს…
პოლიტიკა?!  - წყალს და მეწყერს!
საქართველო - დარჩეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები