ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2025


მელქისედეკის ლოცვა

ვინა ვინ იტყვის ავადობით ამის სამზირალს,
რატომ ებრძოდა გაღვიძებას ამბის ხიდობა,
სანამ მექრთამე გაიბლანდა სიტყვას დაიბამს,
ვიცოდი სიტყვა და იმ ბერმაც ლოცვა იცოდა,
მე ვარ მართალი და სამყარო ამით ხალისობს,
თურმე ბეგარა დაგებული ჩემი ხიდია,
გავიდა ხანი და საყელო ისევ მაისობს,
გადავიკითხე უსიტყვობს ჩემი ბიბლია,
აღარ მივრბოდი სანუკვარი ჩემი დარდები,
რომ უსაშველოდ გასაქანში გადარეული,
მე ამ ხიდიდან აღარასდროს გადავარდები,
დავდივარ მთვრალი უზნეობით და მთვარეული,
ეს სიყვარული, გაღიმება ჩემი დარდია,
რომ სიყვარულის ეჟვანივით ცამდე სარტყელი,
დავაგდე გზაზე და სამზერი აქაც ვარდია,
აანთე ცამდე დანთებული შენი სანთელი...

თ.გუბელიძე


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები