ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2025


ქართველ ქალზე

ქართველ ქალს

ქართველო ქალო! დამბადებელმა
შენი გაჩენით მადლი მოისხა,
მაშ, დედის გულის გამხარებელმა -
არ დაივიწყო „ვისი გორის ხარ“.

ვიდრე ხარ, დაე! - გახსოვდეს ვინ ხარ,
გაქვს ქართვლის დედის ძუძუ ნაწოვი,
ერთ სიცოცხლედ, ერთ სინდისად ღირხარ,
ვით დედოფალი - ქმართან ნაწოლი.

ვარ სიყვარულის მუდამ ერთგული,
მწამს სინარნარე - სიანკარისა,
რომ შენში არის ერთად შერწყმული
პირიმზისა და პირიმთვარისა.

ვიდრე არსებობ, გახსოვდეს რომ ხარ
ქეთევანის და თამარის ჯიშის,
ვით მოცეკვავეს, გიხდება ჩოხა,
ქედს ნუ მოიხრი წინაშე შიშის.

ქართველო ქალო! დამბადებელმა
შენი გაჩენით მადლი მოისხა,
მაშ, მშობლის გულის გამხარებელმა -
არ დაივიწყო „ვისი გორის ხარ“.

ოთარ რურუა

...........................................................................................................................

ბევრი წელია ნანუკა (ნანა) სტამბოლიშვილის გულშემატკივარი ვარ. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის მის გულშემატკივრობაში. გულწრფელად მიხარია მისი ყოველი წარმატება. მიხარია და მემაყება ნანუკას თანამედროვე რომ ვარ.

კარგი იქნება ვინმე ფილმს თუ გადაიღებს თამარ მეფეზე და თამარის როლზე ნანუკას დაამტკიცებს. ძალიან მოუხდებოდა ნანას თამარის როლი.

პატივისცემით - ოთარ რურუა

..........................................................................................................................

ნანუკა (ნანა) სტამბოლიშვილს

არ ვიცი, რას შეგადარო,
მაოცებ, როგორც ხახული...
მე - შენისთანა ლამაზი
სიზმარშიც არ მყავს ნახული.

მინდა ვილოცოთ ილორში,
ოშკში, ქურმუხში, ხახულში...
და რომ მოვკვდები, მიტირე,
ამ ჩვენს სალოცავ მამულში.

ერთგულ მოყვასად მიგულე,
დედამ მიმღერა ნანაო,
მართლა არასდროს მინახავს
ამ ქვეყნად შენისთანაო.

იცი: საიდან მოდიხარ,
არც მე ვარ გზას აცდენილი...
გიცქერი... ანგელოზი ხარ,
ფრესკიდან გადმოფრენილი.

ოთარ რურუა

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები