ნაწარმოებები


30 ივნისს 19:00. გიწვევთ თეა თაბაგარის ლექსების ახალი კრებულის წარდგენაზე. მწერალთა სახლში მაჩაბლის 13-ში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიშნუ777
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2025


შავი სიზმრები

მე ისევ მჯერა, რომ ამ შავ სიზმრებს,
სინათლის წვეთი გააფერადებს .
შენ კი  შორსა ხარ, ისევ და ისევ
და კვლავ შორია გადარჩენამდე ,

შენკენ მოვდივარ ჩემი ნეკნების,
კვლავ არასრული შემადგენლობით.
სიკვდილ მისჯილი მაინც ვერ ვკვდები.
ამ ტყავში ერთხელ ისევ შემოდი,

სადაც ყინვაა, ვერაფრით დათბა.
სადაც არც ქარის არ მოჩანს ბოლო.
სადაც ვსაუბრობ საკუთარ თავთან .
სადაც ვკვდები და სადაც ვერ ვცხოვრობ .

შავი სიზმრების მოჩვენებაა:
შენთან ყოფნაც და შენგან  სიშორეც.
ვერ მოისვენეს ტყავში ვენებმა
და უშენობას ყელთან ვისწორებ.

თუმცა კი ისევ, როგორც მრავალჯერ,
მეყოფა ერთი იმედის ღერი ,
მანამდე სანამ ხანძარს გავაჩენ ,
გიჟივით ვღერი.

შეხედე-ზამთრის პრელუდიები.
შემიპყრო, ზამთრის მელოდიებმა...
ქარი და ყინვა ველური დები,
ძლიერდება და მე მელოდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მუხრან აბაშიძე ვულოცავთ დაბადების დღეს