ახალ წელს გილოცავთ ქართველებს, აფხაზებს, ახალ წელს გილოცავთ ოსებს და ინგუშებს, სიკეთე გქონოდეთ თქვენ ამ ქვეყანაზე, გიყვარდეთ მოყვასნი, ერიდეთ პირქუშებს.
ახალ წელს გილოცავთ ამ ქვეყნის ერთგულებს, ახალ წელს გილოცავთ მშობლიურ ალაგებს, მწამს: აღმაშენებლებს, მწამს: თავდადებულებს, კვლავ მოგვცემს უფალი, კვლავ მოგვამარაგებს.
მკერდქვეშ რომ გული ცემს, - გულია ქართული, სულ ესმის სისხლის და ამ მიწის ყივილი, ვარ ნაციონალურ ცეკვებით გართული, თუმც ისევ მაწუხებს მამულის ტკივილი.
გადიან დღეები, თვეები, წლები და... იმედი მომავლის მაინც არ მიქრება, თეთრ ღვინით დაგლოცავთ მე საწნახელიდან, მჯერა: ეს ქვეყანა კარგად რომ იქნება.
ახალ წელს გილოცავთ ქართველებს, აფხაზებს, ახალ წელს გილოცავთ ოსებს და ინგუშებს, უფალი გწყალობდეთ თქვენ ამ ქვეყანაზე, გიყვარდეთ მოყვასნი, ერიდეთ პირქუშებს.
ახალ წელს გილოცავთ სამშობლოს ერთგულებს, ახალ წელს გილოცავთ მშობლიურ ალაგებს, მწამს: აღმაშენებლებს, მწამს: თავდადებულებს, კვლავ მოგვცემს იესო, კვლავ მოგვამარაგებს.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო.
1. რა ხალისიანი საახალწლო ლექსია. მრავალს დაესწარით! რა ხალისიანი საახალწლო ლექსია. მრავალს დაესწარით!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|