ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2026


ჩემო სამშობლოვ...

მიყვარხარ, ჩემო სამშობლოვ,
გულით გილოცავ ახალ წელს,
მე შენი ყველა პრობლემა
მსურს დადებითად გადაწყდეს.

შენ შუბლზე გცხია მირონი,
ღვთისგან წყალობას მოველი,
გაქვს თვით გელათი, ილორი,
ოშკი და სვეტიცხოველი.

გაქვს ალავერდი, ყინწვისი,
გრემი, იყალთო, ხახული,
ჩემთვის რწმენა ხარ... სხვისთვის კი
მხოლოდ სიზმარში ნახული.

შენი ვარ, ჩემო სამშობლოვ,
ლექსით გილოცავ ახალ წელს,
მსურს ჩვენი ყველა პრობლემა
ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდეს.

შენია, ჩემო სამშობლოვ,
ჩემი განცდები, ფიქრები...
მე რომ მოვკვდები, ზეცაშიც
შენი ერთგული ვიქნები!

ოთარ რურუა

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები