| ავტორი: მაშო29 ჟანრი: პროზა 5 იანვარი, 2026 |
თავი მეექვსე
პირველი პაემანი
გრიგოლმა წერილი კვლავ ამოიღო, წაიკითხა კიდევ ერთხელ. სახლში დარეკა, მაგდამ უპასუხა. - მაგდა, ვინმეს კიდევ ხომ არ დაუტოვებია წერილი? - არა, ბატონო გრიგოლ. - კარგი, თუ რამე იქნება, დამირეკე ეგრევე. და თუ კურიერი დატოვებს, გთხოვ, არ გაუშვა ისე, რომ არ გაიგო საიდან არის წერილი. - როგორც იტყვით, ბატონო გრიგოლ. - მადლობა! გრიგოლი ცოლის სიკვდილის შემდეგ ვეღარ იტანდა წერილებს. ცოლს უყვარდა წერილების წერა. განსაკუთრებით, ბოლო წერილი იყო მტკივნეული და გრიგოლი წარსულის მოგონებებში აღმოჩნდა, ფიქრებმა ბურუსი მოიცვა და თავის ტკივილი იგრძნო. სინანულის გრძნობა, რომელიც მის სიცოცხლეს აუფასურებდა ყოველ წამს, კიდევ უფრო აუტანელი გახდა. შავი სიმძიმე გულს ლოდად ჰქონდა აკიდებული და ცოლის ცრემლიანი თვალები დაინახა წამიერად. მანქანაში იჯდა, მძღოლი როგორც ყოველთვის, მდუმარედ ატარებდა მანქანას, გრიგოლი ქალაქის ქუჩებს გაჰყურებდა და ვერ გაეგო, ზოგის ბედნიერი სახეები. მისთვის ეს გრძნობა ცოლთან ერთად დაიმარხა წლების წინ. „ნეტავ ის რას გრძნობდა? მე თუ ესე ვარ, ის მაშინ რას გრძნობდა?“ სიტყვების კორიანტელი და გარეგანი დუმილი კლავდა, მოზღვავებული ემოციები და ასეთი შენიღბული გალანტურობა ანადგურებს ადამიანს სულიერად. გრიგოლი მარტო იყო, ძალიან მარტო... მაგრამ ამ წერილმა თითქოს ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ვითომ ვიღაც მშველელი გამოუჩნდა, რომელიც სიმართლის სარკესავით აირეკლავდა მის დამჭნკარ გულს და ეს ერთდროულად მტკივნეული და სასიხარულო შეგრძნება ქაოსურ სამყაროს ქმნიდა მასში. „იქნებ ვიღაც უბრალოდ ერთობა ამით?“ აზრების კორიანტელი არ ასვენებდა. და თბილისის ქუჩები ცხოვრებას განაგრძობდა.
... - შენი აზრით, ეს ყველაფერი საკმარისია? - ჰკითხა აღელვებულმა თომამ მეგობარს. - საკმარისი? -ხუმრობ, ალბათ, ხომ? - გაკვირვებული გაბრაზებით შეხედა ლუკამ თომას. - არ ვიცი, ლუკა, შენ ხარ ექსპერტი! - გაეღიმა თომას. ქალაქის შუაგულში, ერთი ძველი შენობის სახურავი მრგვალი განათებებით მორთულიყო. თითქოს ვარსკვლავები ცეკვავდა შენობის თავზე. ძველი ხის ტოტები, თეთრად შეღებილი, კუთხეებს ამშვენებდნენ. პატარა, ფერადი თავდაყირა ქოლგები კი უღიმოდნენ თებერვლის ცივ შუაღამეს. შუაში დაბალი მაგიდა იდგა. დასაჯდომი ბალიშები კი ათბობდნენ ცივ ნიავს. სანთლები ჩუმად იცინოდა შემოდგომის სუნთქვაზე და პატარა იასამნები ციმციმებდა შუქის ყველა მოძრაობასთან ერთად. ყვავილის ყველა სახეობა შეკრებილიყო სიყვარულის წვეულებაზე და თავიანთი დიადი სილამაზით ჰაეროვანს ხდიდა საღამოსფერ ზამთარს. მინიატურული ნამცხვრები, თერმუსის ჭიქები, შავი პლედები და გაზაფხული იწყებოდა. თეთრი როიალი და მევიოლინე თავიანთი მუსიკის ნოტებით კიდევ უფრო მძაფრ სინაზეს მატებდნენ თბილ ჰაერს. ნიამ, გაშლილი მზისფერი თმით, ნაცრისფერ ზედაში და ღია ფერის ჯინსებში თანამედროვედ და ლამაზი უბრალოებით გამოანათა სახლიდან. თომა მანქანასთან იდგა და მარცხნივ იყურებოდა. მის უკან კი სიცოცხლე სადღაც ეჩქარებოდა. თომა მართლა ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ნიასთვის დრო შენელდა, მაგრამ თომასთვის ნიას დანახვაზე დრო გაჩერდა, ისევ. მოეწონა უბრალოდ გემოვნებიანად ჩაცმული ნია, მისმა თვალებმა თომას გაუღიმეს კეთოლშობილურად და გული გაუთბეს სიცოცხლესთან ერთად. ხელნაკეთი საყურეები ნაზად ეფერებოდა ნიას თმებს და თომა აღფრთოვანებული დატოვა, ყოველი მომენტის მარადიულად დამახსოვრება სურდა და ეს სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მომავალში დაიკარგა და ძლივს გამოფხიზლდა, როდესაც ნიას სუნთქვა იგრძნო. - გამარჯობა თომა - გაუღიმა ნიამ. თომას ზღვისფერი თვალები გაბრწყინდა, წყლით აივსო თითქოს და ვარსკვლავებივით ზემოდან უცქერდა დაპატარავებულ მზეს.. - გამარჯობა ნია, რა ლამაზი ხარ! - მადლობა, - პეპლისებრი თვალები ძირს დახარა ნიამ, - შენც რა კარგად გამოიყურები.. თომამ გაღიმებული ბედნიერების სითბოსგან დროის შეგრძნება დაკარგა და უხერხულმა წამებმა ჩაიარეს შეუმჩნევლად. უცქერდა გაჩერებულ დროსთან ერთად და გული მარტო სიკეთით და ბედნიერებით ივსებოდა. ჯადოსნურმა საღამომ დაისადგურა ამ ორის გულში და სამუდამოდ დაამახსოვრა პირველი ნაბიჯების დაუვიწყარი შეგრძნებები. თვალები გაოცებისგან ნიას აუციმციმდა, მისთვის მოწყობილ საღამოს რომ შეუერთდა. გულიც უფრო და უფრო ჩქარა უცემდა და უწყვეტი სრულყოფილება პირველად იგრძნო. - რა ფიქრობ ნია სამყაროზე? - რა უცნაური კითხვაა.. - გაეღიმა ნიას. - მაინტერესებს შენი აზრი. - უპასუხა მშვიდად თომამ. - ბედნიერებას ვხედავ ყველაფერში. და ძალიან მიყვარს ადამიანები. ლამაზია ცხოვრება თავისი ნაკლოვანებებით. - ვერ დაგეთანხმები. სამყარო შეიძლება მშვენიერია, მაგრამ ადამიანები ყველაფერს აფუჭებენ. - რატომ? - ხო აბა, ცხოვრება გგონია შენ რთული? ჩვენ ვართულებთ ყველაფერს, ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, ვბოროტდებით, როცა სხვა ადამიანი გვაწყენინებს ან რაღაც ცუდი ხდება და ვსჯით აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს, ბოღმას ვანთხევთ მათზე, მერე ცხოვრებას ვაბრალებთ, თუ პასუხი გაგვცა მომავალში. კარგს კი თითქოს ვიმსახურებთ და ისე ჩვეულებრივად ვიღებთ ბედნიერებას, თითქოს ყველაფერს საუკეთესოს ვიმსახურებდეთ. თავმდაბლობა გავაქრეთ დროსთან ერთად. ჩვენ ვაფუჭებთ სამყაროს, თორემ ცხოვრება სულ არ იქნებოდა რთული, ადამიანები რომ არა! ნიას გაუკვირდა თომას ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება და ინტერესით ჩაფიქრდა, შემდეგ კი უპასუხა. - თომა, შეიძლება ადამიანები ნამდვილად ვუშვებთ შეცდომებს, ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანს, მაგრამ ანგელოზები არ ვართ ჩვენ, მთავარია ამ შეცდომების მერე როგორი ვხდებით. სუსტი ადამიანები კი - ნამდვილად, ბოროტდებიან, მაგრამ კეთილ სულს შეცდომა უფრო ძლიერს ხდის, ასწავლის და სამყაროს ახალ გზას უჩვენებს. - ყველაზე არ მაქვს ნია ლაპარაკი, მაგრამ უმეტესობა ეგრეა, მე როგორც გითხარი. - ესე იგი, არასწორ ადამიანებთან გქონია ხშირად შეხება. - იმედია, გამოსწორდება - ჩაიღიმა იმედის სურვილით თომამ და ნიას შეხედა მომავლის თვალებით. ნია გაწითლდა ოდნავ, მარწყვისფერი ძალიან უხდებოდა ნაზ ლოყებზე. - ეგ შენზეა დამოკიდებული. თუ მოინდომებ ადამიანი, არცერთი შენი ცდა ფუჭად არ ჩაივლის. - საიდან იცი ამდენი პატარა გოგომ? - წიგნები, ადამიანები. - გეტყობა, რომ ლამაზი ცხოვრება გაქვს ნია. - მერე, ცუდია? - პირიქით, შენ მასეთს იმსახურებ. - იმედია, არავინ დამიმახინჯებს ჩემს სამყაროს. - ეჭვის თვალით და სიფრთხილით გახედა ნიამ თბილისის შენობებს, შუქები რომ ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ. - ნუ გეშინია, დღეიდან ვეღარავინ! მევიოლინე მოუახლოვდა მათ მაგიდას და სიყვარულის სევდიანი მუსიკა გაისმა ჰაერში, ნიავს შეერწყა და ცაში გაიფანტა. ციდან თოვლის ფანტელმა გაიღვიძა და ნიას მზისფერ თმას მოეფერა. დადნა მის სხივებში და თბილისიც თოვლმა დაფარა. ციდან ამ თოვლის ფოთლებმა დაიწყო ცვენა. ქალაქის შუაგულში, განათებულ სახურავზე თომა და ნია ცეკვავდნენ ცისფერ ფიფქებთან ერთად და სწორედ ყოველი წამი ხდებოდა რაღაც ამოუცნობი მომავლის დასაწყისის დასასრული.
... გრიგოლი სახლში დაბრუნდა, დაღლილი და უფრო დაბერებული. პირდაპირ თავის ოთახში ავიდა, მარტოობას მონატრებული იქნებ ცოტა დაესვენა, მაგრამ შევიდა თუ არა საძინებელში, კვლავ გულმა იფეთქა, დატრიალდა ირგვლივ ყველაფერი და ჰაერის სუნთქვა უფრო მძიმე გახდა. ლოგინზე კვლავ წერილი იდო. გრიგოლმა მიმოიხედა ირგვლივ, ფრთხილად მიუახლოვდა ლოგინს, ხელში აიღო წერილი, უკან გაიხედა და გახსნა.
„ მე თქვენი დახმარება მინდა და არა მეტად დაეჭვება. საკუთარი თავის ახლიდან პოვნაში მსურს დაგეხმაროთ. ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორსაც ჩვენ ვქმნით. გთხოვთ, თქვენს თავზე იფიქრეთ და მიხვდებით, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. მიმოიხედეთ, ბევრი დეტალია, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. წარსულს ვერ შეცვლით, მაგრამ მომავალს - კი, თუ აწყმოს სწორად წარმართავთ. ძალიან საცოდავად გამოიყურებით უკვე, კლოუნს ნუ ემსგავსებით ჩემი რჩევაა, რომელიც ყველას გართობას ცდილობს ნაღვლიანი თვალებით. არ გეწყინოთ ჩემი სიმართლე. პატივისცემით....“
გრიგოლს სისხლი მოაწვა შუბლზე, სიბრაზე და უცნაური გრძნობა, რომელსაც ვერ დაარქვა სიხარული, გულზე უჭერდა თითქოს ხელს მაგრად ვეღარ სუნთქავდა ორი წამი. შემდეგ გონს მოვიდა და საბოლოოდ, დარწმუნდა, წერილის ავტორი თომა იყო!
... თომამ ნია გააცილა სახლამდე. ბედნიერების ჰორიზონტი არსად ჩანდა და თომა მიხვდა, რომ განძი იპოვა ამ სამყაროში. აღარ უნდოდა მისი გაშვება სახლში, იქნებ კიდევ ესაუბრათ, ნიას ბაგიდან ამოსული თითოეული სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მისი თითოეული ამოსუნთქვა კი, თომას გულის ცემის მიზეზი გახდა. ძალიან ძალიან ახლობელი იყო თითქოს ნია, ძველი მეგობარი და მისი ნახევარი. ნია, როგორც ყველა 16 წლის გულუბრყვილო გოგო, პირველ სიყვარულს ხელგაშლილი და ბედნიერი მომავლის მოლოდინით შეხვდა, მომავლის, რომელსაც დასასრული არასოდეს ექნებოდა, უსასრულო სიცოცხლე და დედამიწაზე სამოთხე... ეს იყო ნიასთვის ის გრძნობა, რომელსაც თომას მიმართ განიცდიდა იმ უჩვეულო საღამოს შემდეგ. თომა სახლში ძალიან გახარებული დაბრუნდა, თბილი სინათლე შემოიტანა და პირდაპირ სამზარეულოსკენ გაეშურა. - მაგდა, როგორ ხარ ჩემო ტკბილო - ჩაეხუტა მაგრად მაგდას, რომელიც გაკვირვებისგან შეხტა. - კარგად, შენ ხომ კარგად ხარ? პატარაობის მერე თომას ასეთი ბედნიერი თვალები მაგდას აღარ ენახა. - მაგდა, მოდი შენი გემრიელი ფუნთუშები გამოიღე, ჩაი დავლიოთ და ყველაფერს მოგიყვები. მაგდამ გაშალა სამზარეულოს სუფრა, ფრანგული კრუასანები, ცხელი, ჯემიანი ფუნთუშები და შოკოლადიანი ბლინები ხუთ წუთში უკვე მაგიდაზე იდო, ჩაიდანი მატარებელივით ხმაურობდა, თომა გემრიელად მოკალათდა მაგიდასთან და ამბის მოყოლა დაიწყო. მაგდა ბედნიერი უსმენდა ბიჭს, რომლის სახე სიხარულისგან ანათებდა და გულს უხარებდა ერთგულ მსახურს ბიჭის ახალი ცხოვრება. გრიგოლი კიბეებზე დაეშვა, სამზარეულოდან მაგდას და თომას სიცილის ხმა შემოესმა, სასწრაფოდ გაეშურა ხმაურისკენ და გაბრაზებულმა შეაღო კარი. თომამ გახედა მამას და ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ მამამისმა მიუგდო წერილი მაგიდაზე და დაიწყო... - აბა, თომა ამჯერად რას იტყვი? ჩემს ოთახში ვიღაც შემოიპარა და დატოვა დღეს ახალი წერილი? - რა არის ეს? - თომამ აიღო და კითხვა დაიწყო. - ვითომ არ იცი რა არის! - მე არ დამიწერიათქო! - როდის აქეთ გრცხვენია ერთი პირდაპირი ლაპარაკის? - არ უსმენდა გრიგოლი. - გრიშა, მე არ დამიწერიათქო ეს, გითხარი! - სასწრაფოდ, მოძებნე უნივერსიტეტი და გაემგზავრე, იქნებ დასაქმდე და მერე არ გეცალოს ამ სისულელეებისთვის. მაგდა გაოგნებული უსმენდა მამა-შვილს. - რა შუაშია ეგ ახლა? არსადაც არ წავალ! შენ ვერ გადამიწყვიტავ მომავალს! - მაგასაც ვნახავთ! რა წერილების წერა აგიტყდა აბა? რამე თუ გინდა პირდაპირ მითხარი. - არაფერი მინდა გრიშა! მე არ დამიწერიათქო! - მაგდა! - მიუტრიალდა გაშეშებულ მსახურს გრიგოლი,- საიდან გაჩნდა ჩემს ოთახში ეს წერილი? შენ დადე? - არა, ბატონო გრიგოლ, მე თქვენ ხომ გამაფრთხილეთ. არავის არ მოუტანია ეს წერილი. - ხომ ხედავ! - შეუტრიალდა შვილს. - შენი დახმარება მე არ მჭირდება! - რეებს მეუბნები საერთოდ? მე ისედაც გითხარი რაც მაქვს სათქმელი. სიმართლე მოგწერა ვიღაცამ, რომ სისულელეა ეს წვეულებები, მაგაში ვეთანხმები, მაგრამ მაგის თქმას რა უნდა და მითქვამს კიდეც, რომელი მწერალი მე მნახე? - რა დაგიშავე ერთი მითხარი? თავი რომ ყველას გადამრჩენელად მოგაქვს? ძალიან კეთილი გგონია შენი თავი? გინდა გითხრა სიმართლე თომა? სულაც არ ხარ კეთილი. დიდ ცოდვას ატარებ! სხვას განიკითხავ მთელი ცხოვრება, დედაშენის ცოდვა მე ამკიდე, თითქოს მე მოვკალი. არადა მან დაგტოვა და თან როგორ, რა ხერხით. შენ კი მე მადანაშაულებ ამ ყველაფერში და ახლა, თითქოს, ცდილობ ჩემს გადარჩენას, საკუთარი თავი გადაირჩინე ჯერ. - ჩემს თავს მე კარგად მივხედავ, არ ინერვიულო! - კარგი, მეტი შენი უაზრო წერილი არ დავინახო. - მე არ მომიწერია!!! - იყვირა თომამ გამწარებული თვალებით. გრიგოლმა დასტაცა ხელი წერილს და გაიჯახუნა სამზარეულოს კარი. მაგდას შეხედა თომამ ცრემლიანი თვალებით. - ესეც მამაჩემი, ყველაფერ კარგს რომ ანადგურებს. ჩემს ერთადერთ ბედნიერ დღესაც კი. - თომა, გთხოვ, დაწყნარდი. თომა ოთახიდან გავიდა, თითქოს ყელში მოუჭირეს და გრიგოლის სიტყვები ახრჩობდა, სიტყვები, რომელშიც სიმართლე და რეალობა რთული აღსაქმელი იყო, მაგრამ მაინც არსებობდა. შერცხვა საკუთარი თავის და ამან კიდევ უფრო ბრაზის შავი ხვრელი გაზარდა გულში. ცრემლები არ ემორჩილებოდა, დედა გაახსენდა, მასზეც გაბრაზდა და გარეთ გავიდა, სანთებელა ამოიღო და სიგარეტს მოუკიდა. თოვლის ფიფქები წვიმის წვეთებად იქცნენ და ღამე სიცივემ მოიცვა.
თავი მეშვიდე
გაცნობიერება
რისი სიმბოლოა ყვავილები? ვირჯინია ვულფი წიგნში „მისის დოლოვეი“ საუკეთესოდ გვპასუხობს ამ კითხვაზე. სიცოცხლის სილამაზის, მაგრამ ამასთანავე, მისი ხანმოკლეობისა და მსხვრევადობის. თომას ვერანდა თეთრი და ვარდისფერი გლადიოლუსის ყვავილებით იყო მორთული, რომელსაც დილით მზე თავისი ყვითელი ფერებით ნაზად ეხებოდა და საღამოს, უსასრულო სიყვარულით ემშვიდობებოდა. რატომ არსებობს სიკვდილი ერთი ადამიანისთვის მაშინ, როდესაც მეორე ადამიანი უკვე ცოცხალია? ან რატომ არ ვიბადებით და ვკვდებით ყველანი ერთად? რატომ არ ვართ ადამიანები ესეთი ერთნაირები? აუცილებლად ვიღაც უნდა მოკვდეს, რომ სხვებმა დააფასონ თავიანთი სიცოცხლე! ძალიან უცნაური, მაგრამ სწორი კონტრასტია იმ სამყაროსი, სადაც მუდმივად, მაგრამ წარმავალად ვცოცხლობთ.. თუ ვარსებობთ.. ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს უშნო, რომ სხვამ თავისი სილამაზე დაინახოს. ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს ცარიელი მდიდარი, რომ სხვამ თავისი სავსე სიღარიბე ტკბილად შეიგრძნოს. ყველაფერი არ გექნება ამ რაციონალურ სამყაროში, ეს კანონია! კანონის ავტორი იცით ვინ არის? ამ ოვალურ დედამიწაზე შინაგანად სევდიანი, მაგრამ ბედნიერი სახეებით დროებით არსებული სტუმრები. საიდან მოდიან ან სად მიდიან თავადაც, რომ არ იციან.
- თომა, შენი აზრით, რომ ვიცოდეთ რა ასაკში გარდავიცვლებით, რამე შეიცვლებოდა? - არ ვიცი ლუკა, მაგრამ მგონია, რომ ადამიანები თავიანთ ნამდვილ სახეს აჩვენებდნენ. - ეგ როგორ? - ვინც ალტრუისტი და კეთილია ის ისეთ კარგ საქმეებს გააკეთებდა,რომელიც სამყაროს ალამაზებს და აძლიერებს, რომლის სამაგიეროსაც არასოდეს მოითხოვდა და დროს აღარ დაკარგავდა, არაფერს დაელოდებოდა. ასევე, მოხდებოდა ბოროტის შემთხვევაშიც. - ეს ყვავილები შენს ვერანდას უცნაურად უხდება. - ლუკა რა შუაშია? - არ ვიცი, ისე ვთქვი, მე ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ. - იცოდი ლუკა, მკვდარი ადამიანები უფრო მეტ ყვავილს იღებენ, ვიდრე ცოცხლები, „რადგან სინანული უფრო ძლიერია, ვიდრე მადლიერება“. - ანა ფრანკი - დაუდასტურა ლუკამ. თომას გაეღიმა, ბედნიერი იყო რომ ნამდვილ მეგობრობას გრძნობდა. - დღესაც განსაკუთრებულ ადგილას მიმყავს ჩემი ნია, თან გაზაფხულიც იგრძნობა უკვე თბილისის ჰაერში. - მომიყევი ყველაფერი სად, როგორ? - ღიმილით შეეგება ლუკა.
...
ნიას ღია ქარვისფერი ზედა და ფართო ჯინსები ეცვა. გარედან კი თხელი მოსაცმელი. მზისფერი თმა ლამაზად ეფერებოდა მის სიფრიფანა მხრებს და საოცარ სურნელებას აფრქვევდა. თომას კვლავ გული აუჩქარდა მის დანახვაზე, თითქოს ტუჩები უთრთოდა და სიცოცხლე სხვა სუბიექტური ღირებულებებით ივსებოდა. - რა ლამაზი ხარ, ნია! - მიესალმა თომა. - მადლობა, თომა. - კიდევ უფრო გაუთბო მოციმციმე თვალებით თომას გული. - სად მივდივართ? - ძალიან განსხვავებულ ადგილას მინდა წაგიყვანო. დარწმუნებული ვარ, არ ხარ ნამყოფი. - უცნაურად გაეღიმა თომას. ნიას გაცნობიერებულიც ბოლომდე არ ჰქონდა სად მივიდნენ, როდესაც უკვე ზიპლაინის რიგში აღმოჩნდა, კუს ტბაზე. შეშინებული, მაგრამ ძალიან მიმდობი თვალებით უყურებდა თომას და ხელს არ უშვებდა. თომა, კი ბედნიერი და თითქოს, სიცოცხლეზე გამარჯვებული სახით ამაყად იდგა და დეტალურად აცნობდა ინსტრუქციას, ამშვიდებდა. - ასი პროცენტით უსაფრთხოა ნია, მე კი გვერდში გეყოლები. ერთმანეთის გასწვრივ, ორი გრძელი თოკი გაჭიმულიყო, ჰორიზონტზე თბილისის გაზაფხულის ქუჩები და სიმწვანე ერთმანეთს ეხუტებოდა და შორიდან ლურჯი მთების სილუეტი ჩუმად იღიმოდა. გვერდზე გაიხედა, თომაც უკვე მზად იყო. ნიამ მაგრად მოჰკიდა ორივე ხელი სისხლისფერ თოკს, ჯერ არ ჰქონდა ჩასუნთქული სუფთა ჰაერი, რომ უკვე იგრძნო როგორ ფრიალებდა ჰაერში მისი გაშლილი თმა და უკან ტოვებდა საოცარ სურნელებას. - ერთად გავფრინდეთ ნია! მე შენს გვერდით ვარ! - მარცხენა მხრიდან თომას ხმამაღალი შეძახილი მალამოდ მოედო და წინ გაიხედა. ნიამ პირველად შეიგრძნო სიცოცხლის თავისუფლება და მისი ძალა. სიმშვიდე, რომელიც ბუნებასთან შერწყმული, დიდ პათოსს იწვევდა ნიას პატარა გულში, ფრაგმენტულად ივსებოდა აწმყოს მოგონებებით და მომავალში რჩებოდა სამუდამოდ. უცბად, მომცრო ტანის, კანარის ჩიტად გადაიქცა და თავისუფალი ამ სამყაროსგან, ბედნიერებას ფრენით გრძნობდა. ზიპლაინი ათას ორას მეტრიანი იყო და კუს ტბიდან ვაკის პარკში ეშვებოდა. ფრენა კი თითქოს უსასრულობამ მოიცვა და ნიას ადამიანად გარდასახვა აღარ უნდოდა.
განვაგრძოთ ჩვენი საღამო ჩემო სიფრიფანა ჩიტო? - ამაყი და სიხარული თვალებით შეხედა თომამ ნიას.
ნია ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ იყო და უბრალოდ დაუქნია აწეწილი თავი.
ილიას ბაღი, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობდა. მისი გამორჩეულობა უპირობოდ გარდენ ჰოლი იყო, რომელსაც განსაკუთრებული, ძალიან გემოვნებიანი ინტერიერი და ინფრასტრუქტურა ჰქონდა.
გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი ამწვანებული გარემო ქაოსურ სიმშვიდეს მატებდა იქაურობას.
გარდენ ჰოლში შევიდნენ, თითქოს, თომა სწორედ აქ ინახავდა თავის სიყვარულს ნიასთვის, სულმა ნაბიჯი გადადგა გულისკენ და მოდერნისტული ჭაღის ქვეშ, საოცარი განათებებებით მორთულ დარბაზში, ნია და თომა ცეკვავდნენ.
ილიას ბაღში ჩამალული, ძველებურ სტილში გაკეთებული პატარა კაფე, რომელიც ქართული კულტურის შტრიხებით იყო გარემოცული და გემრიელი კერძების სურნელება ტრიალებდა ჰაერში. მოქარგული ხალიჩები ქართული სულის კვეთებით ათბობდა შეციებულ კედლებს, ოჯახური გარემო, ხის სკამები, ძველი ინტერიერი და ფერადი კუთხეები უფრო მეტ სიმყუდროვეს მატებდა კაფეს, სახელწოდებით „თეორემა“. მოშიებული ნია ყველაფერს ერთად შეექცეოდა, ევროპულ თუ ქართულ კერძებს და მადიანად მიირთმევდა, თომას თეფშიდანაც კი იპარავდა საჭმელს. ეს ჟესტი თომასთვის უფრო მეტ სიახლოვესთან ასოცირდებოდა და სიხარულისგან გაბრწყინებული სახე ნიას თვალს ვერ აშორებდა.
- თომა, რა მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი, რამაც სახეზე ესეთი სევდა დაგიტოვა და ვეღარ იშორებ? თომას გაკვირვებისგან სულში უცნაურმა გრძნობამ დაუარა, თითქოს მისი გულის კარის შეღებას ცდილობდა ნია. - რას გულისხმობ ნია? - ხომ გაგიგია ხაიამის გამონათქვამი - „ ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა, ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ - მწვანე ფოთლები, გაზაფხული და ცისფერი ცა. ფანჯრიდან ორი იყურებოდა...“ - მე მეორე ვარ თომა, შენ კი მგონია, პირველი. თომამ დაწვრილებით ნარატივივით მოუყვა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვნად მტკივნეული ეტაპები: ურთიერთობა სნობ მამასთან, დედის სიკვდილი, რამაც მისი შინაგანი სამყარო სრულებით დაანგრია, დაუმთავრებელი ფული, რომლითაც სიცარიელე ვერა და ვერ ივსებოდა.
ამ ყველაფერში გასაკვირი ის იყო, რომ თომასთვის ეს საერთოდ არ აღმოჩნდა რთული, პირიქით, უცნაურ შვებას გრძნობდა, სხვა განზომილებაში გადადიოდა თითქოს, სადაც სიმშვიდემ და ჰარმონიულობამ მოიცვა, ახალი ფურცელი გადაიშალა, ექსპანსიურობა შეცვალა მყუდრო შინაგანმა იდილიამ და თომას სხეულში ახალი, თუმცა, უძველესი პიროვნება თავიდან იბადებოდა. იმ საღამოს, ორი ადამიანი, რომელთაც ძალიან ცოტა ჰქონდათ საერთო და ამასთანავე, შინაგანი სიკეთით ასხივებდნენ სამყაროს, სულიერი მეგობრები გახდნენ. არაფერი ისე ადამიანებს არ აახლოვებთ, როგორც ტკივილის გაზიარება და ამით მოპოვებული უდიდესი ნდობა და იმედი, რასაც ღვთიური სიყვარული ჰქვია.
დიდებული საღამო პატარა ციცინათელებით აცილებდა თომას და ნიას და ცხოვრება ყოველ წუთს იმახსოვრებდა თავის დაუსრულებელ წიგნში. ესეც გამორჩეული სიყვარული იყო.
...
გრიგოლი უცნობის წერილებს ინახავდა შარლ ბოდლერის ლექსში „ბოროტების ყვავილები“. ღამე კითხულობდა, ალკოჰოლის მძიმე ჰაერში გაჟღენთილი სხეული სულს უფრო ამძიმებდა. თითქმის, ყოველ დღე, იღებდა მსგავსი ტიპის წერილებს. ხანდახან ყველაფერი ირგვლივ ქაოსურად ტრიალებდა, ხმაური, ადამიანები,სიცოცხლე, შინაგანი და გარე სამყარო ერთმანეთში ირეოდა და გრიგოლი ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა, ან გრძნობდა და უბრალოდ უკვე შეგუებული იყო მისი სული მტანჯველ მდგომარეობას. ერთ დღეს, უკვე გაზაფხულის პირველ დღეებში, როდესაც ჰაერი ტკბილი სურნელით ივსებოდა და მზის სხივები უფრო თბილად ეფინებოდა თბილისის ქუჩებს, საწოლზე მიგდებულმა გრიგოლმა თვალები გაახილა და ხელში ფურცელი იგრძნო. ყველაზე შემზარავი უცნობის წერილი. მისი წაკითხვის შემდეგ, რეალობა ნაცრისფრად გადაიქცა. მხოლოდ ხელის კანკალი, სულიერი სიცივე ეტაკა გრიგოლის სხეულს, თვალებიდან შვების ცრემლიც კი ვერ წამოვიდა, ემოცია გაიყინა მის გულში.
„დაახლოებით ხუთი წლის წინ მან თავი მოიკლა. დაახლოებით ხუთი წლის წინ მან იუდას მიბაძა. ვეღარ გაუძლო ტკივილს და საკუთარ თავს ვერ მოერია. ... ოთახის კარი შეაღე, მხოლოდ წვრილი ფეხები ჰაერში, ოდნავ ირხეოდა ჯოჯოხეთისფერ სივრცეში. წამები უსასრულოდ გადაიქცნენ, უსასოობის და უიმედობის სურნელი ტრიალებდა.
პირველი, რაც თქვენ იგრძენით, ბატონო გრიგოლ, ამ ოთახში უფალი აღარ იყო! და ეს შემზარავი გრძნობა გჭამთ ბოლომდე.
სანამ ძირს დაეცემოდით წერილი იპოვეთ „მისი“ დაწერილი და როგორც კი გახსენით ორი წინადადებაც ვერ გაიაზრეთ, მაგრამ უბრალოდ ჯიბეში დამალეთ.
პანაშვიდებზე, მხოლოდ ერთი კითხვა გიტრიალებდათ თავში: რატომ თვითმკვლელობა ამ ხერხით? იარაღით უფრო ადვილი არ არის? წამლები??? თომას რომ ენახა რა იქნებოდა? იმაზე კი არ ფიქრობდით, რატომ მოიკლა თავი საერთოდ... გამომძიებელიც მოისყიდეთ სამარცხვინოდ, ისე რომ, ხელიც არ აგიკანკალდათ. თოკზე ჩამოკიდებული მეუღლე დაინახეთ და ამ დროს, წერილის დამალვაც კი მოახერხეთ, მაგაზე იფიქრეთ, როგორ? მეუღლე თქვენი უბედური, ეგოისტი ქალი, რომელიც არსებობდა და არა ცხოვრობდა. ვითომ კეთილი, ვითომ კარგი დედა, ალტრუისტი და კაცთმოყვარე. ყველაფერი - ვითომ!
და თქვენ, აი თქვენ კი, ხმამაღლა გილოცავთ! უკვე ნამდვილი კლოუნი ხართ ! ცრემლიანი მასხარა! რომელსაც შეხედავ თუ არა, შემზარავი ტკივილის მეტს ვერაფერს ამოიკითხავ მის ფერად სახეზე. დროებით ბატონო გრიგოლ!“
გრიგოლი მუხლებზე დაეცა! არავინ იცოდა სიმართლე. თომას ეგონა დედამ წამლები დალია. მსახურებს ეგონათ დანა გამოისვა კისერზე და მაგიტომ ჰქონდა მიცვალებულს შეხვეული ყელი. მხოლოდ გრიგოლმა და ექსპერტიზამ იცოდა ის „იუდას სიკვდილი“, რომელიც „მან“ აირჩია.
გრიგოლმა აიღო ტელეფონი და ოთახში ტკივილისებრი სიჩუმე დაარღვია. - გთხოვ, სასწრაფოდ დამიმზადო მინი კამერა - ორი ცალი მინიმუმ... დღესვე იქნება მზად? ... მადლობა, გელოდები და დამირეკე!
გრიგოლმა წერილი შეინახა, გამოვიდა ოთახიდან და იტალიური ყავის მოხარშულმა სურნელებამ დააბრუნა ჯოჯოხეთიდან თავის სახლში.
ამ დროს, თომამ ისე ჩაუარა, არცერთს შეუხედავს ერთმანეთისთვის. ...
თბილისის ხმაური გაზაფხულზე კიდევ უფრო მშვენიერია. ადამიანების გულში ხომ იმედი იღვიძებს, იმედის შეგრძნება კი შედეგზე ძლიერია... თომა მიჩვეული იყო, რომ სრულყოფილი ბედნიერება ადამიანების სამყაროში უბრალოდ არ არსებობდა. რაციონალურ დედამიწაზე პატარა უმნიშვნელო არსებები ყოველდღიურად განიცდიან ფრუსტრაციას, ეგზისტენციალურ კრიზისს, სიკვდილის გარდაუვალობას, უიმედო ტკივილს, მაგრამ....
თომას ცხოვრებაში გაჩნდა პატარა ნაპერწკალი, რომელიც გარდაიქმნება სიყვარულის სითბოდ და მისი არსებობის პატარა ოთახს სამუდამოდ გაანათებს მზისფერი სხივებით.
ყოველ დღე ნახულობდა, ყოველ დღე ბედნიერებას განიცდიდა, თვალებით უღიმოდა პატარა სინაზეს და მიხვდა, რომ სასწაული იყო ნია, მისი ცხოვრების სასწაული.
არაფერია იმაზე მშვენიერი, როდესაც ზეადამიანურ გრძნობას განიცდი და ადამიანში შენს სიმშვიდეს და სულიერებას პოულობ.
ნია დაუსრულებლად ელაპარაკებოდა თომას, რასაც კი ფიქრობდა, რაზეც ოცნებობდა, მისი ლაღი და სპეტაკი გონებით უკიდეგანო ღრუბლებში დაცურავდა და თავისუფლად უზიარებდა თავის ყველა ნაწილს თომას, ის ხომ მისი სულიერი მეგობარი იყო.
ნია კარგად ხედავდა თომას ნამსხვრევებს, თომამ ის დეტალურად ანახა, მაგრამ ეს ნამსხვრევები ნიამ ოქროსშერეული ლაქით შეაწება (იაპონურ კულტურაში დამსხვრეული ჭურჭლის რესტავრაციის განსხვავებული ტექნიკა - კინცუგი) და ამით თომა უნიკალურ, ყველასგან განსხვავებულ და რაც მთავარია, გამთელებულ პიროვნებად აქცია. ნიამ უკვე კარგად იცოდა თომას სხვა კეთილი საიდუმლოებები, როგორ ეხმარებოდა ფარულად ყველას ირგვლივ და თომა მისთვის ათჯერ ამაღლდა კიდევ, თავისი სულიერი სამყაროთი.
- თომა, შენი აზრით, რატომ ეხმარები ადამიანებს? - არ ვიცი, ჩემო პატარა ნია, ალბათ, ღმერთი და გრიგოლი მაძლევენ ამის საშუალებას. მცირე პაუზის შემდეგ, ნიამ თვალებში ჩახედა სპეტაკი სულით და მიუგო - მე კი სხვა რაღაც მგონია, გახსოვს, იმ დღეს გითხარი ჯო ბრაუნინგი ვროს ვკითხულობთქო, ზუსტად იქ ეწერა: „როცა რაღაც შეუძლებლის წინაშე ვართ, ვინმე ან რაღაც გვეხმარება, თუკი თავად მივცემთ ამის უფლებას.“ - შენც ესე ხარ, თუმცა, ამავდროულად, შენს თავსაც ეხმარები, რომ განიკურნო იმ ტკივილისგან, რაც ოჯახმა მოგაყენა, სხვების გვერდში დგომით, თავად ხდები უკეთ და ძალიან ვამაყობ შენით.
თბილმა ნიავმა ნიას ოქროსფრად მბზინვარე თმა და თომას გული ერთად შეათრთოლა. - არ ვიცი, ნია, ადრე ძალიან ნიჰილისტურად ვუყურებდი ცხოვრებას და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, დავკარგე საკუთარი მნიშვნელობა ამ სამყაროში. - ადრე როდის თომა? - შენამდე, ჩემო პატარა ნია, - იმ წამს გააცნობიერა თომამ, რომ „პატარა“ სიტყვით მიმართავდა არა იმიტომ რომ ნია მასზე ასაკით ან ტანით პატარა იყო, არამედ, ეს სიფრიფანა არსება მისთვის ასოცირდებოდა სპეტაკ, სუფთა, უფალთან მიახლოებულ ანგელოზთან, როგორებიც არიან ბავშვები, სანამ გაიზრდებიან და სამყაროს ავხორცობას შეითავსებენ.
- ღირს ცხოვრება თომა! დიახაც, ღირს! ღირსეული, ალტრუისტი, ფატალისტი,ტკბილი ადამიანებისთვის, აი, შენ რომ ხარ ისეთი ადამიანებისთვის, დიახაც! ძალიან კეთილი ხარ თომა! ყველა ადამიანში არის კარგი და ცუდი, ხოდა, გადაწყვიტე და იყავი კარგი! ძალიან კარგი თან! სიურრეალიზმი - ზერეალობა, ხოდა, ეს ზერეალობა იყავი! აქაც არის სამოთხე შენნაირი ავთენტური ადამიანების გამო. მიუხედავად ბევრი ტკივილისა თუ იმედგაცრუებისა, სიყვარული შეინარჩუნე. ნუ გახდები ინფანტილური!
თომამ შეხედა ნიას იმედიან თვალებს და ქაოსურმა სიმშვიდემ გაიღვიძა მის სამყაროში.
- მოდი ვიცეკვოთ პლანეტარულად თომა! - უთხრა ნიამ. - ბედნიერები ვიყოთ ნია! - უპასუხა თომამ.
ბაბილონის დაკიდულ ბაღებს დაემსგავსა ნიას და თომას სამყარო. გაზაფხულის სითბომ და სულიერმა სიმშვიდემ მოიცვა მათი გულწრფელი სიყვარული. თომამ კი მერვე საოცრება იპოვა ნიას სახით და ეს საოცრება მისი გადამრჩენელი გახდა. ყველაფერს სხვანაირი აზრი მიეცა მცხუნვარე დედამიწაზე და პათოსი, ბედნიერების განცდა დაეუფლა.
ნიას არსებობით თომა სუნთქავდა.
ნიას არსებობით თომამ რეფლექსია განიცადა, ვიღაცამ ირწმუნა მასში და საკუთარი მდგომარეობა გააცნობიერა. თომა აღარასოდეს დაბერდებოდა, იმიტომ რომ ბედნიერების სინამდვილე შეიცნო.
- ნია სად გინდა ყველაზე ძალიან,რომ წავიდეთ? რომელ ქვეყანაში? - ყველგან თომა, ყველგან მინდა ჩემი ნაწილი დავტოვო და მეც წამოვიღო რაღაც მათგან, ყველა ქვეყანა მშვენიერია თავისი კულტურით და იდეოლოგიით, საინტერესო და უნიკალური. ყველგან, მაგრამ მხოლოდ შენთან ერთად თომა! მხოლოდ შენთან ერთად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|