ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2026


Joker

ეს მე ვარ, კაცი მოკლე სიცილით
გადანაფიქრი როგორც წერილი.
ვარ მოხიბლული თქვენი სიცივით
და ერთი ნახვით გამოწერილით...

ჩემი ცხოვრების ფერად " პეიჯზე ",
ჩემი სიცილის არ ესმის ყველას.
თავში სიცილით ხმები შეიჭრნენ
და იპოვიან დამალულ მელას.

ცრემლს მაკიაჟად წავისვამ ნელა,
სიჩუმეს მაინც ისევ ვეხუმრე.
ყველა ნიღბიანს, ნიღბიანს ყველას,
ჩემი მეორე სახე შეჰყურებს.

HA HA ! HA HA! HA HA HA HA ! HA!

მე დამავიწყდა ძველი სახელი
და სისტემაში დავრჩი რიცხვივით.
სული კი ჩუმად კვლავ ძველ სახლს ელის,
სარკეში დამრჩა ჩემი სირცხვილი.

რაც დარჩა ჩემში, ისევ მაწვალებს,
გული კი ცრემლს სვამს, ისევ ქაფიანს.
ღიმილო, თმენა რატომ მასწავლე?
ღიმილო, ტანჯვა უფრო სწრაფია!

მე დაცინვა ვარ ძვირფას მეგობრის,
საკუთარ თავს ვკლავ, მერე ვხარხარებ.
ღიმილო, ასე როგორ მეწყობი,
ტკივილო, ასე როგორ მახარებ.

ჩემგან ღიმილი კლოუნს და ჯამბაზს,
ღიმილი ბოზის ხელოვნურ კივილს
და ცოდვილ ქალაქს, შხამიან მამბას,
მუდამ ღიმილს რომ აპარებს ტკივილს.

მე სერიული მკვლელი ვარ შვილო,
დანგრევიდან ვქმნი -  მხატვარი მქვია.
ყველა ჭრილობის დახატვას ვცდილობ
ჩვენს სახეზე რომ ღიმილებს ქმნიან.

არ ვარ შეშლილი, ზედმეტად ვხედავ,
სიგიჟის ღიმილს გვირგვინი მიქმნის.
შიგნიდან ვიქმნი - სინათლის მხედარს
და ხუმრობისგან ლეგენდას ვიქმნი!

ეს მე ვარ, კაცი მოკლე სიცილით
სასაცილოა თავს რომ იკლავენ.
ვარ მოხიბლული თქვენი სიცივით
და ახლაც HA HA თავს ვერ ვიკავებ 

HA HA ! HA HA! HA HA HA HA ! HA!
Why so serious?


მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები