ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2026


მე ვარ ნახატი წაშლილი თვალებით.. (ნარინჯისფერივით)

მომიყევი სიზმარი სადაც ღმერთმა გითხრა
რომ არ არსებობს უკანასკნელი წუთი,
რომ მე გიჟი ვარ და ღმერთი სიმშვიდე,
ჩვენ ერთად დავდივართ დროის დერეფნებში
დავიწყებული სულებივით,
სიკვდილზე ვფიქრობთ.
გთხოვ მომიყევი რამე ან საერთოდ არაფერი თქვა,
სარკეში გხედავ და სახე ჩემი ნაოჭებით გაქვს დაფარული,
შენხარ წასვლა, დაბრუნება და ისევ წასვლა,
მუდამ გკარგავ და მაინც გკარგავ თავიდან.

ჩემს გვერდით დაწექი, უბრალოდ იყავი ლექსივით მძიმე და სევდიანი..
გხედავ ქუჩაში სადაც ოდესღაც ღმერთი მოკვდა
და ახლა შენ დაგაქვს ჩემი ცოდვები,
გაქციე ლექსად, პროზად და მასში ვცხოვრობ უკვე წლებია.
ვითვლი ღამეებს რომელიც ძილ დაკარგული გიჟის ჰობია.

მე ვარ ნახატი წაშლილი თვალებით,
მკერდზე ზურგით დახატული ჯვარცმა,
მაგრამ როცა დაბრუნდი დაბრუნდა ღმერთიც,
დაბრუნდა დროც და დაბრუნდა ცოდვაც.
შენ გქონდა სახეზე ჩემი ნაოჭები და მე თვალებში ბევრჯერ უთქმელი მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები