ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ლორთქიფანიძე
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2026


ფონენდოსკოპი

მამუსაითებენ ხოლმე "უცნაური" მოგონებების გამო, მაგრამ სიცხიან კაცს რა მოეკითხება ხო? :)))
დედაჩემი მოვიდა სამსახურიდან, შეთანხმებულები ვიყავით და პირბადით გავედი მისაღებში. ავიწიე ზურგი და ერთადერთი რაც ვთხოვე ცოტა ფონენდოსკოპი გაათბე მეთქი ????
ჩემზე კარგად ვინ იცის ნეტა ცივი ფონენდოსკოპის გემო?
ხოდა დამადო ეს შენი ფონენდოსკოპი და მეც კაი ჰოლივიდის ფილმივით მოგონებებმა წამიღო ფცშიუუუ...
----
ხანდახან დედაჩემი სრული სუპერგმირი მეგონა - "ადამიანი ფონენდოსკოპი".
ახლა მესმის ბევრად გამარტივდა, მაგრამ ჩემს ბავშვობაში (6 წლამდე სულ ავად ვიყავი), სახლში რიგები მხვდებოდა ხოლმე.
სამსახურიდან დაღლილი მოდიოდა და - ბებიაჩემის ბაღის თანამშრომლის დეიდის მაზლის ცოლის ძმა დახვდებოდა, ან იმის ბებია, ან დის რძალი.
ხოდა ამოიღებდა დედაჩემიც ფონენდოსკოპს და 
- აბაა, ღრმად ისუნთქე!! ჩაახველე. კიდე ისუნთქე, აბა დაახველე.
მთელი ოჯახი გულის ფანცქალით ველოდებოდით ვერდიქტს და ერთად გვიხაროდა თუ პაციენტს არაფერი არ სჭირდა :))
თუ მაინც სჭირდა...
აქაოდა გამოუწერდა დედაჩემი წამლებს და ისიც გავარდებოდა იყიდდა, აბა კი. ????
მერე მიდიოდა მთელი გამოცდილების თუ რაც კი რაიმე ემპათია და ცოდნა გაგაჩნია მაგათი გაერთიანება და მაქსიმალურად იაფი გზით გამოძრომის ძებნა, გაზგასული  ბორჯომი რა თქმა უნდა ჩემი საყვარელი სასმელია ავადმყოფობისას ბავშვობიდან ????
ჩაის დიდად არავის ურჩევდა ხოლმე...
თუ მაინცდამაინც არც ცხელი და არც ცივი, თბილი უნდა დაელია პაციენტს.
კარტოფილის ცხელი პიურე უნდა დაედო გულმკერდზე, ბრონქებს ძალიან შველოდა ❤
ზოგს გამოუტანდა აი ნოდოს წინა ავადმყოფობიდან დამრჩა ეს წამალიო და მისცემდა.
ჩემს მოგონებებში მაგ კუთხით აქამდე არასდროს ჩამიხედავს :)))
ასე როცა გავიხსენე, მოხუცი ქალები მახსენდება, ზურგ აწეულებს ოდნავ, რომ უჩანთ ჩამოწელილი მკერდი და მერიდებოდა შეხედვა.
მერე მათი მადლიერი სახეები მახსენდება ბუნდოვნად, როცა ატყდებოდა ხელჩართული ჩხუბი ძიუდოსა და ჯიუ-ჯიცუს ილეთებით, გამოართმევდა თუ არა დედაჩემი ხანდახან საჩუქრად გაწეულ 5 ლარიანს.
ჩემი სახლი ყოველთვის სავსე იყო უმეტესად იაფფასიანი შოკოლადით :)))
მანდარინით, ვაშლით, კარალიოკით ????
არ ვიცი აქამდე ამაზე რატო არ მიფიქრია, მაგრამ მართლა მთელი გულით გეუბნებით, ყოველ ჯერზე ყოველი მოსული "პაციენტი" ჩვენი საერთო ტკივილი იყო ხოლმე და მართლა ერთად განვიცდიდით მის მდგომარეობას. ჩვენ იდეაში არ გვიჭირდა, რადგან მამაჩემი "ბიზნესებს" ატრიალებდა ????
დედაჩემი კი ყოველდღე ნუ მართლა იყო ალბათ თვეები, რომ ყოველ დღე ვიღაც გვყავდა სახლში და რადგან სამსახურში მიღება ფული ღირდა, ასე დავფოფინებდით ზედ. ისიც კი გვერიდებოდა, ბევრი არაფერი გვაქვსო და დაჭრილის ვაშლის გარდა ვერაფერი რო ვერ შევთავაზეთ "სტუმარს" :)))
ან ეზოდან ნარბენი ამოხვალ ადამიანი და... სახლში უბრალოდ ადგილი არ გხვდება, რომ დაჯდე... და ასე თანმიმდევრულად ჩემი სუპერ ფონენდოსკოპიანი დედა ყველას გასინჯავდა და თავისი ექიმისგან განსხვავებით ულამაზესი კალიგრაფიით დაუწერდა, ცალკე წამალს (რომელსაც იცოდა ვერ იყიდდა) და ცალკე 1 საათი დაარიგებდა რა რაოდენობით დაელია ეს გაზგასული ბორჯომი :)))
----
უცნაურია, მაგრამ მაინც კარგი აღმოჩენაა, რომ ერთი უბრალო საშინლად ცივი ფონენდოსკოპით, რომლითაც წლები ვთამაშობდით მე და დედაჩემი ექიმობანას. მეც დავჯდებოდი და ვუსმენდი ხოლმე მის ფილტვებს, თურმე რამდენი რამ მასწავლა და უპს ახლა მივხვდი ????
ხოდა არ იდარდოთ -
ფილტვებში არაფერი არ გაქო გამომიცხადა სუპერ ფონენდოსკოპმა ???? ❤
მხოლოდ ტვინში გიჭირსო ცოტა :)))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები