#ლექსები
ნინო დარბაისელი
ციყვი (იუმორესკა)
სხვისი კაკალი უფრო მეტს რატომ ისხამს? სხვას რა აღვიძებს ყოველთვის დილა- სისხამს?
სხვისი საფულე ავსილი არი ფულით, შენსას?! - ძლივს ივსებ ხურდებით ღარიბულით.
სხვას წარმატება იოლად რატომ ხვდება? შენ - თავს იწყნარებ, ამბობ: -რას იზამ, ხდება!
სხვისი სოროა სავსე, უხვად აქვს თხილი, შენ?! - სულ იზოგებ, ხარ დახარჯვაში ფრთხილი.
სხვისი ქმარია იდეალური მუდამ. შენი?! - მოვიდა, კედლისკენ გადაბრუნდა!
შენთვის უცხოა ბაძვა და თანაც შური… (ნუ იძაბები, ლექსია თამაშური
და შენ კი არა, სულ სხვას ეხება, გამვლელს, მთელი ცხოვრების სხვათა ცქერაში გამლევს).
სხვას ერგო ტახტი, ცდილობ, არ გაირიყო, შენ ჩამორჩენილს არ დაგიძახონ ,,ბრიყვო!” რა დაგრჩენია?! - უნდა ინატრო, ციყვო, შენი თავისთვის - ვინმე სხვა - თავად იყო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძნელია ციყვობა, თან არაფერში რომ არ გიმართლებს +5 ძნელია ციყვობა, თან არაფერში რომ არ გიმართლებს +5
1. იუმორი კია, თან,სატირალიც...მაგრამ,ილიასი არ იყოს,ვინ რა თვალით შეხედავს. შურის სათავეა ეს,ყველაფერი."და შენ კი არა, სულ სხვას ეხება, გამვლელს," სხვის თვალში ბეწვის მძებნელზეა .. იუმორი კია, თან,სატირალიც...მაგრამ,ილიასი არ იყოს,ვინ რა თვალით შეხედავს. შურის სათავეა ეს,ყველაფერი."და შენ კი არა, სულ სხვას ეხება, გამვლელს," სხვის თვალში ბეწვის მძებნელზეა ..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|