ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2026


ქეძაფი


ლექსები
ნინო დარბაისელი

ქეძაფი

მე დავინახე ცაში ჟირაფი,
ტუჩის კუთხეში რომ ედგა ქაფი.
ოქრო-მზის  ნათელს ხსნიდა ქეძაფი,
სხივი დაწყვიტა  - ვით სუსტი ძაფი.

ავსტრალიის ზეცაზე შეწყდა სხივთა კიაფი.
ყოფას  დასცქერს  ჟირაფი -  გაუგებარ დიაფილმს.
ღრუბლებში აქვს ყურები, ვერ ასწვდება კი ლაფი,
  ხომ არ იცი, ჟირაფო, მაინც რა გაიაფდა? 
- ყველაფერი -  ძვირია, სიცოცხლეა - იაფი!

- - -
* ქეძაფი - იგივეა, რაც თეზაფი -
აზოტმჟავასა და მარილმჟავას შერევის შედეგად მიღებული ყვითელი სითხე, რომელშიც ოქრო იხსნება.
გადატანით  იტყვიან გემონაცვალ, ამჟავებულ  ღვინოზე.  ამ გაგებით, ბალღამის სინონიმია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს