 | ავტორი: როლანო ჟანრი: პოეზია 27 იანვარი, 2026 |
ზაფხული მწვანე კონცხზე
მახსენდება, მენატრება ბავშვობა, გორტენზიის მომცინარე ბუჩქები, მაგნოლიის მათრობელა სურნელი, და ტალღების მოჩურცულე ხმები,
მომენატრა „თეთრი სანატორია“, მწვანე კონცხზე აღმა დაღმა სირბილი, მახსენდება „სოიუზტრანსის“ მანქანა, ტურისტები თეთრი „სეტკა“ მაიკით,
ვუყურებდით ცოტა გაკვირვებული, მამაჩვენი პერანგით და ჰალსტუხით, ტურისტები სასაცილო სანდლებით, ბადურაში არყითა და ვაშლებით,
ახლა წლებმა ყველაფერი შეცვალა, გორტენზიას გაუხუნდა ფერი, მაგნოლიას აღარა აქვს სურნელი, ტურისტი კი დადის „მოკასინებით“ მახსენდება მენატრება ბავშვობა, მოგონება სევდანარევ იუმორით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჰორტენზია ხომ არაა ქართულად? კონკრეტიკა მომეწონა, იქნებ ოსტატის ხელში ,,პრეპოემადაც ,, გამომდგარიყო თვითონ ლექსის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს ამჯერად შეფასების გარეშე ჰორტენზია ხომ არაა ქართულად? კონკრეტიკა მომეწონა, იქნებ ოსტატის ხელში ,,პრეპოემადაც ,, გამომდგარიყო თვითონ ლექსის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს ამჯერად შეფასების გარეშე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|