ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2026


მეყო

თოვლმა დამადო სახელი —
და მიწამ აღარ მიმიღო.
აქედან იწყება ყველაფერი.
ქალაქის ბნელი რიყე
გულში ხელს ყოფს,
და მე აღარ ვიცი
ზარმაცი ვარ
თუ უბრალოდ მეყო.
ვიწვი! ძველებურად ვიწვი!
ვდარდობ, ძველებურად ვდარდობ.
გულში ჩარჩენილი წიწვი,
თოვლმა სიჩუმეში დადო.
ჩუმი შინაგანი დავა,
ისევ ეთამაშა ტროტილს.
სკდება ემოცია და ვარ:
ქარში გატეხილი ტოტი.
თოვლი ჩუმად ნელა მსუსხავს,
მეხსიერებაში შიგნით.
სხვა თავში გადავედი — სულ სხვა!
დაუმთავრებელი წიგნი.
ქალაქის ბნელი რიყე,
მიწა გულში ხელს შეყოფს.
იქნებ, მეზარება ვიყვე,
იქნებ, ყველაფერი მეყო.
ავტორი: მიხეილ ჭიჭინეძე ( მიქაელი )
2026 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები