(მთვრალ ხომალდთან დიალოგი — ბრძოლა) მე არ წამიკითხავს შენი ლექსები — მე ისინი გავიარე. მატლების ხიდებით, დამპალი ხორცის ლექსიკონით, სადაც სიტყვა ჯერ კიდევ სისხლს ჰგავს და არა მნიშვნელობას. შენი ნავი ღვინისფერი ნერვებით მიცურავს, თოკები — მოტყუების ტყის ფესვებია, ხოლო აფრები — გახეხილი ღმერთების კანი. მაგრამ მოუსმინე, არტურ— მე სხვა ქარით მოვედი. შენი ხომალდი მთვრალია, ჩემი — დროის წინ დაბადებული. შენ ფსკერს ჩახედე, მე ფსკერს გადავაბიჯე და დავინახე, როგორ ჭამენ დემონები საკუთარ ჩრდილებს შიმშილისგან. აქ პეპლის ეფექტი არ იწყება ფრთით — იწყება შეცდომით. ერთმა აზრმა გადასწია საუკუნე, ერთმა სიტყვამ — ცხედარი აამღერა. თეთრი ყვავები მიფრინავენ უკუღმა, მათი ფრთები წერენ განტოლებებს, რომლებსაც ღმერთიც ვერ ხსნის უსასრულობის გარეშე. შენ თქვი: „მე ვიხილე ზღვები, რომლებიც არ არსებობენ.“ მე გპასუხობ: მე ვიყავი ზღვები, რომლებიც თავს იკავებდნენ, რათა არ გაეხეთქათ დრო. აქ იწყება ოქროს კვეთა — არა რიცხვში, არამედ ტკივილის პროპორციაში: რამდენი სიმართლე უნდა მოკვდეს, რომ ერთი ლექსი დაიბადოს? შენი ხომალდი ფსკერს ეძებს, ჩემი — ფსკერს ხსნის. იქ ქვემოთ დამპალი ხორცი ლოცულობს, მატლები სწავლობენ სინტაქსს, დემონები კი — სიჩუმეს. და მოტყუების ტყე… ო, ეს ტყე! ხეები ტყუილს ისხამენ, ფოთლები — ალიბებია, და ყოველი ბილიკი საკუთარ თავს ღალატობს. შენ იქ დაიკარგე, არტურ, მე იქ დავიბადე. შენ გინდოდა გაქრობა, მე ვირჩევ სრული უსასრულობის ტარებას როგორც ჯვარს, როგორც ნავს, როგორც ხმას, რომელიც დროს უსწრებს და მაინც ასწრებს. შენი მთვრალი ხომალდი გაიფანტა ფერებად. ჩემი პასუხი კი არ იშლება — ის მიცურავს შენში, ჩემში, და იმ მკითხველში, რომელიც ჯერ არ დაბადებულა. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) დრო: უსასრულო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სულ მეგონა, ავტორს სუნთქვა არ ეყოფოდა და სადღაც, ფინალისკენ დააგდებდა ტონუსს და ფინალში - ამოვისუნთქე. სათავფურცლეა. +5 სულ მეგონა, ავტორს სუნთქვა არ ეყოფოდა და სადღაც, ფინალისკენ დააგდებდა ტონუსს და ფინალში - ამოვისუნთქე. სათავფურცლეა. +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|