 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 1 თებერვალი, 2026 |
ხელი მოიფშვნიტე დედაბერო, ზომიერებას დაჩვეული თითებით სანელებელს ჩამოუარე და ჩააფრქვიე ცეცხლზე მხედარივით შემომჯდარ ქვაბში, ქაფქაფა ნახარში რომ შეიკმაზოს გამომწვევად, საგულდაგულოდ. არ გეტყვი რა უფრო მეტად მეხამუშება, ოხშივარით შევსებული სივრცე, თუ სავალდებულო სიჩუმე, დაბალჭერიან ოთახს ბურანისკენ რომ მიუძღვება თავდაჯერებული მასპინძელივით. უხმაურობა ხარ დედაბერო… ყველა სიცოცხლე წართმეულისთვის შეგემებული მწუხარება გაგიმეტებია და არაფრად მაგდებ. თითქოს წვნიანში დავილექე, დუღილშეუკავებელ რხევებს დავუსხლტი და სადაცაა ფსკერი მიმიწვავს. ამოურიე. ვინ დააგემოვნებს, ვინ გეგულება გამბედავი? გგონია გამზიარებელი თვალს გაგისწორებს, სავსე მათლაფას დაიდგამს ნაჯახირები და ორთქლში გამოკვეთილი საკუთარი ჩრდილი არ შეზარდება? შენი მაჯისცემის იქით მწვანე მდელოა. მინდორზე ყოვლისმომცველობა წამოწოლილა, ზურგი შეუქცევია სისუსტისთვის და სიყვარულით გამარაგებს. მოთმინება იმდენ ხანს გაგყვება, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი პიროვნულ თვისებებს არ დაუზუსტებს საკუთარ სისტემურ ქსოვილს, რომელსაც ენას გამოუყოფ, ის კი ჩაგაცივდება იქამდე, ვიდრე არ მოისმენს შენგან საიდუმლოს: გემოვნების მაგიის, სიმწრის დუმილისა და განწირულების ნუგეშის შესახებ. მერე შეიძლება საკუთარ ბავშვობაზეც ალაპარაკდეს, ემოციური შეგრძნებები თეორიული ანარეკლიდან რეალურში გადმოიტანოს, განსხეულდეს ჩვენთან შერწყმით და გაანეიტრალოს ყველა ამაო შიში, რომელმაც ვერ უარგვყო.
28 იანვარი 2026 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია ვინმე ასეთი ყურადღებით რომ კითხულობს ტექსტს. ხელოვნურ ინტელექტს არ დაუწერია. დაბლარული და მათლაბა ჩასწორდა. საწყენი არაფერია.
კარგია ვინმე ასეთი ყურადღებით რომ კითხულობს ტექსტს. ხელოვნურ ინტელექტს არ დაუწერია. დაბლარული და მათლაბა ჩასწორდა. საწყენი არაფერია.
1. ეს ხელოვნურ ინტელექტს დააწერინეთ?! ,,დაბლარული,, ლიტერატურული ქართული რომ არაა,’ ვიცი . ლექსში არც დიალექტიზმების ზომიერ გამოყენებას ვუპირისპირდები . რომელი დიალექტია? ან ,,მათლაბა,, რას ნიშნავს? ასეთ რაღაცას როცა ამბობ ტექსტზე, საჭიროა, მოტივიც გაგაჩნდეს’ არა? მოდერნისტული პოეტიზმებით სავსე ტექსტია, ფასადურ შთაბეჭდილებს კი ქმნის პოეზიისა, მაგრამ არც კომპოზიციაა აგებული პოეტური ლოგიკის პრინციპით; არც ასოციაციური ბმების პრინციპს მისდევს’ არც მათი ნაზავია, არც სათქმელის ხაზი, ზიგზაგი, წრე, რკალია და ასე შემდეგ ხელმოსაჭიდი. ნუ მიწყენთ პირდაპირობას, ბავშვს რომ უფროსები სათამაშოდ სანახევროდ დაცლილ სუნამოს, ფრჩხილის ლაქის, პომადის, ,,მეიქ აფის,, ბოთლებსა და რაღაცეებს დაუყრიან და თავისთვის თამაშობს, რაღაცეებს ვითომ აწყობს, ეგაა, რა! ეს ხელოვნურ ინტელექტს დააწერინეთ?! ,,დაბლარული,, ლიტერატურული ქართული რომ არაა,’ ვიცი . ლექსში არც დიალექტიზმების ზომიერ გამოყენებას ვუპირისპირდები . რომელი დიალექტია? ან ,,მათლაბა,, რას ნიშნავს? ასეთ რაღაცას როცა ამბობ ტექსტზე, საჭიროა, მოტივიც გაგაჩნდეს’ არა? მოდერნისტული პოეტიზმებით სავსე ტექსტია, ფასადურ შთაბეჭდილებს კი ქმნის პოეზიისა, მაგრამ არც კომპოზიციაა აგებული პოეტური ლოგიკის პრინციპით; არც ასოციაციური ბმების პრინციპს მისდევს’ არც მათი ნაზავია, არც სათქმელის ხაზი, ზიგზაგი, წრე, რკალია და ასე შემდეგ ხელმოსაჭიდი. ნუ მიწყენთ პირდაპირობას, ბავშვს რომ უფროსები სათამაშოდ სანახევროდ დაცლილ სუნამოს, ფრჩხილის ლაქის, პომადის, ,,მეიქ აფის,, ბოთლებსა და რაღაცეებს დაუყრიან და თავისთვის თამაშობს, რაღაცეებს ვითომ აწყობს, ეგაა, რა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|