გავიდა წლები,ვეღარსად გხვდები, ისევ წვეთები ასველებს მინას . ამასობაში იქნებ მოგიკვდე- როგორც მოგიკვდი დიდი ხნის წინათ. ნუ მიბრაზდები,იქნებ მოხვიდე, მინდა ვიცოდე მე შენთვის ვინ ვარ? . ათასგზის ვცოცხლობთ,ათასგზის ვკვდებით, როდესაც ასე ძალიან გვიყვარს.