ჩემია ჩემი სამშობლო, უფლის წყალობით ჩემია! რა მაქვს? ფაზისის, გელათის, იყალთოს აკადემია!
გავჩნდი... შუბლზე მცხეს მირონი, მიქეს ერეკლეს ფარ-ხმალი... მაქვს ალავერდი, ილორი, ოშკი, ხახული, პარხალი.
სვეტიცხოველში დავყურებ საფლავს მოხუცი მეფისა, აქ აიაზმა მასხურეს, აქ დაჩოქებაც მეღირსა.
მიხარის ცქერა ტაძრების, გულო, ქართული გენის ხარ... ჩემთვისაც რეკენ ზარები და დღემდე მესმის რწმენის ხმა.
ხეკორძულას წყალს პეშვებით ვსვამ და კიდევ მსურს დავლიო, თუმც მომღერალი არა ვარ, სიმღერით ვხვდები ალიონს.
ჯერ კიდევ ვდგევარ ორ ფეხზე, მინდა მწყალობდეს იესო... თუ რამ ცოდვა მაქვს, უფალი მჯერა: მეც მაპატიებსო.
ჩემია ჩემი სამშობლო, ქრისტეს წყალობით ჩემია... საქართველოსთვის ცხოვრება - ეს არის აკადემია.
ოთარ რურუა
2026
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|