ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2026


დატბორილია ვენეცია

#ლექსები

ნინო დარბაისელი

დატბორილია ვენეცია

(პეტრარკული სონეტი - ABBAABBA CDECDE)

წელს დაიტბორა ვენეცია,  ისე ციოდა, 
ლამის იყო და, ჩაიშალა კარნავალები,
კაფე-რესტორნებს დაედება ყველას ვალები.
- ამ მაგიდებში თან  რა ძვირი მივეციო და,
ვრჩები უფულოდ,  ასე,  მე უკომერციოდა,
კლიენტი -  არ ჩანს,  ამ წვიმაში რას ვეწვალები.
წყვილებს ველოდი,  არა ჩანან აღარც ცალები.
- ერთი რესტორნის მეპატრონე ასე ჩიოდა.

ადამიანმა როგორ გასძლოს უჭმელ-უსმელად,
რიგია, კუთხის ფარდულებმა ხალხი ისია.
დასაჯდომს - არა საჭმელს ეძებს, განა არ შია!
შეფარებულში  ზოგჯერ რას არ გაიგებს  სმენა!
ხუმრობდა ვიღაც: - ვენეციისთვის - საკმარისია,
საუკუნობით  წყალზე იდგა? - ახლა წყალშია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები