#ლექსები ნინო დარბაისელი
სიზმრის წიგნიდან - მახინჯები (“ვინც ჩვენ არა გვგავს- მახინჯია”- ნინოლო მაკიაველი)
(სპენსერული სონეტი - ABAB BCBC CDCD EE).
ზოგი სიზმარია - სულ გადაგრევს! წუხელ დამესიზმრნენ მახინჯები. რაღაცას განვიცდიდი, შიშთან ნარევს, ახლა რად ვიხსენებ, რად ვირჯები?
მეტყვით, ხალხიაო ნატანჯები, შენ - არ შეგფერისო ეგეთები, იცოდე, სულ ტყუილად იხარჯები, საწყალს მტერივით თუ ეკვეთები.
რა არ მოგეწონა? რა - ნაკვთები? იქნება ბუნებით - კეთილია. ან გაღვიძებულზე რაღად კრთები? ეს ცხადი ხომ გამოკვეთილია.
“სიზმრად თუ მახინჯი სახე ნახო, ცხადში - არ აგცდება სავაგლახო!”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|