ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პროზა
29 მაისი, 2026


ეს ქუჩაა

- ეს ქუჩაა!
- ჰო, ვიცი… აქ ჰაერსაც ვალად სუნთქავ.
აქ ლამპიონი ღამეს არ ანათებს,
ღამე ანათებს ლამპიონს -
რომ არ ჩაქრეს.
- სად მიდიხარ?
- იქ, სადაც გზა არ მეკუთვნის,
მაგრამ ნაბიჯი - ჩემია.
ეს ქუჩაა!
სადაც სიტყვა იაფია,
დუმილი - ძვირი.
და თუ ხმას ამოიღებ,
ან უნდა იფეთქო,
ან უნდა ითმინო.
- ძმაო, აქ ოცნებას სად ყიდულობენ?
- ოცნებას არ ყიდულობენ, აქ ყიდიან.
- და იმედი?
- იმედი ან გაქვს, ან გიჭერს ყელში.
ეს ქუჩაა!
სადაც სარკე არ გაჩვენებს სახეს,
გაჩვენებს ნაიარევს.
სადაც ბავშვი სწრაფად იზრდება,
იმიტომ რომ დრო ნელა არ დადის.
- ვის ენდობი?
- ჩრდილს.
- რატომ?
- იმიტომ რომ მზეც კი ხანდახან გღალატობს.
აქ სიტყვები მუშტებივით ცვივა,
აქ სიცილი ხშირად არის ნიღაბი,
და ცრემლი - სიგარეტის კვამლში დამალული აღიარება.
ეს ქუჩაა!
სადაც გული რკინას ეჯიბრება,
და რკინა ხშირად იგებს.
მაგრამ ვინც ერთხელ მაინც არ დაეცა,
მას ფეხზე დგომის ფასი არ სცოდნია.
- გეშინია?
- მეშინია რომ არ შემეშინდეს.
- რატომ?
- იმიტომ რომ ვინც არაფერს გრძნობს,
ის უკვე წასულია.
ეს ქუჩაა!
აქ ძმობა სისხლზე იწერება,
მაგრამ სისხლი წყალს არ ჰგავს -
არ იწმინდება მარტივად.
- და სიყვარული?
- სიყვარული აქ მოდის ჩუმად,
და მიდის ხმაურით.
ეს ქუჩაა!
სადაც ღამე შენს სახელს იმახსოვრებს,
და დილა გკითხავს:
„გადარჩი?“
- და თუ არა?
- მაშინ შენ გახდები ისტორია,
რომელსაც ისევ ეს ქუჩა მოყვება.
ეს ქუჩაა!
არ არის წმინდა.
არ არის ლამაზი.
მაგრამ ნამდვილია.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს