#ლექსები
ნინო დარბაისელი
გაზაფხულის შექსპირული სონეტი
გაზაფხულდა! კალენდარში რად არა ხარ, დღევ ერთო, ვისაც უნდა, შენ დადგე და ძველ სიყვარულს შეერთოს?
რამდენს? რაა საკითხავი! თავად ამოირჩიოს! რამდენიც ჰყავს უნახავი, თუნდაც შეხვდეს შვიდში - ორს.
თუ მოასწრებს, შეხვდეს ყველას მოიარონ ნუშები, ქვეშ გაუწვნენ ცისარტყელას ნატვრამონაშუშები.
გაზაფხულდა! გარეთ უკვე იმისთანა დარია, გითხრა მინდა: - უშენობით გული ჩემი - მკვდარია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|