ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯერალდ ნიუმანი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2026


დაბერებულა დიანა ჯოჯუა



დაბერებულა დიანა ჯოჯუა
დაბერდებოდა, აბა რა მოუვა
კაცი აღარ  ჰგავს კაცს და ასფალტზე დაცემულ,
მარტოხელა დედას, ქალს,
ურტყამენ ფეხებს.
და მერე, სადღეგრძელოებს სვამენ ქვეყნისას,
გამოგონებული ხალხისას,
ათასი წლის წინ ყოფილი ქართველის,
მაგრამ მეზობელს, მეგობარს, ნათესავს რომ კლავენ წიხლებით,
ან შიმშილით, -  ეგ არაფერი,
მოკვდება? - გაუვლის, გადაიწერენ პირჯვარს,
გადალოშნიან ერთმანეთს, ბოცებით დალევენ ღვინოს,
მოიხსენებენ ყველა წმინდას.

თითქოს არაფერი, გუშინდელ ქუჩებს დილას დაგვიან
და გაგრძელდება ყველაფერი იმავე რიტმში,
იმავე აზრით და შინაარსით,
ტელევიზორის წინ ყავით ხელში,
აღშფოთებულებს ინტერნეტ ქსელში,
ჩაგვეძინება, ვიქნებით ასე, ამგვრად,
ვნახავთ სიზმარში საყვარელ ქალაქს,
სადაც ოდესღაც ვცხოვრობდით ყველა,
როგორც აღმოჩნდა დღეს და ამჯერად,
მხოლოდ ცალ-ცალკე, - არასდროს ერთად.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები