ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2026


ტორნადო - შექსპირული სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ტორნადო

(შექსპირული სონეტი- abab cdcd efef gg)

ამას  შენ ვერასდროს  გაიგებ მოყოლით,
ეს უნდა  იგრძნო და ეს უნდა გამოსცადო.
სიჩუმე რომ დადგება, დუმს მიდამო ყოვლით,
თითქოს გამოთიშეს ყველაფერი ცადო.

ტორნადო როდესაც მოდის,  არ აგვცდება,
ჩვენც გვაქვს ბუნკერი და  ბუნკერში - საკვები,
ჩვენი პატარაა, ზოგისა - ათკაცდება.
ოთხიც დავტეულვართ, თუ მოვიკაკვებით.

ბეტონის ყუთია, მიწაში  ჩამდგარი.
აქ მე  უბუნკეროდ  სახლი -  არ მინახავს.
წინ - რკინის კარი აქვს, მძიმე და მაგარი,
ვინ ძველს ეტანება,  აირჩევს ვინ  - ახალს.

სიჩუმე, სიჩუმე,  სიჩუმე მაშინებს,
ტორნადოს წინ იცის,  ბუნკერში - მაშინვე!










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები