 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 6 მარტი, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
საფლავთა გადია
(შექსპირული სონეტი - abab cdcd efef gg)
წყნარი საათის დროს თუ მოვა გადია, თავს იმძინარებენ ფხიზელი ბავშვები. მანამდე ცელქობენ, არც სძინავთ, ცხადია, მხეცობენ, გიჟობენ იქ ვნებააშვებით.
აქ - სასაფლაოზე ჩვენს დროს - სიჩუმეა. ჩვენს მოსატყუებლად წყნარობენ სულები, ქვები - დამტვერილა, ჰაერიც - მრუმეა. ჩვენს წასვლას ელიან აქ გასუსულები.
არ გესმით, სულთა და სხეულთა ხმაური? სიზმარშიც არ გესმით, აქ რა გნიასია? რაო? - გარინდება?! - სულ აურზაური! ეს - ყველა - ერთად რომ ცოცხლებს მიასია!
და ვინმეს სიკვდილის ამბავი ცინცხალი, გაკვირვებს - “ ეს დღემდე ყოფილა ცოცხალი!”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|