ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2026


მარტის ფსალმუნი - შექსპირული სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მარტის ფსალმუნი  - შექსპირული სონეტი

(“ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო”. (ფს. 6:6)

აპრილამდე გზაა დიდი,
ჯერ ავდართა  რიგი მოდის.
მთელ ქვეყანას მოვივლიდი,
გახსოვს  ის დრო? (იყო როდის?)

თოვს.  თოვაა ყვავილების
-  მარტის ქართა მინაქარი!
ამ ქარს ყინვა ჰყვა, ვილევი -
- სულ დალეწეს მინანქარი!

ამოძრავდნენ სხეულები
და გრძნობებიც, (აბა, მალე!).
საბანშემოხვეულები?!
- შეერთვიან ყოფას მალე.

გაგონდება  ის ფსალმუნი? - “სარეცელის ცრემლით ლტობა”.
ესეც  - მარტი,  ესეც  - ჩემი  მარტოობა და მარტობა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები