ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2026


მთის მდინარე

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მთის მდინარე
(შექსპირული სონეტი)

მდინარეო,  გძინავს,  ყინვებია ჯერაც,
ამომშრალა შენი ნაკალაპოტარი,
მთაში თოვლი მალე რომ დადნება, მჯერა,
მოგაწყდება წყალი, დღეს რომ  ტლაპოდ არი.

ასე ხდება მუდამ, როცა  თოვლი დნება,
ადიდდები, თავქვე  ხეებს მოაქანებ.
აუხდება ყველას  შენი დაქადნება,
მიწას, ნაშალ კლდეებს და მორღვეულ ქანებს.

შენში ვეხეტები და  ძველ საბურავებს
ცალ ქოშს,  რაღაც რკინებს,  ვხვდები ჩონჩხებს ზოგან.
ასე იცის წყალმა, თავს თუ გაიავებს,
მორევს ატრიალებს და არაფერს ზოგავს.

მთის მდინარე  შრება, ზამთარია ოდეს,
მაგრამ გაზაფხულზე  - მისი გეშინოდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები