ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2026


ძახილი

ძახილი არის ყველა გზა ერთად
თვალხილულს რაც კი გიოცნებია,
თითქოს სიზმრიდან იღვრება ზეცა
და ეს ღრუბლებიც სხვა ღრუბლებია.
  ქულაა შენი თეთრი ძახილი,
  მზეა და მზეში ბანაობს ქუჩა.
  აგდევნებია ცელქი ზეფირი,
  უნდა აგიგდოს ისევ აბუჩად.
სად იდგა სევდით ნაშენი სახლი
ოცნებახდილს რაც გინახია?
ძახილით ელის იგი შენ ძახილს,
იქ ხომ მოხუცი მთვარე მარხია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები