ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 მარტი, 2026


ოთხი წიგნი - ჩემი ოთხი შვილი...

ავტორში ყოველთვის უსაზღვრო სიხარულს იწვევს წიგნების გამოცემა, საკუთარი ნაწარმოებების წიგნებად აკინძვა.

პირველი წიგნი ახლობელ-მეგობრებისთვის გამოვეცი 2010 წელს....

7 წლის შემდეგ მეორე წიგნი გამოვეცი... ჩემი მეორე წიგნის - ,,ჩემი სულის ნაჟური“-ს პრეზენტაცია 2017 წელს - სამების საკათედრო ტაძარში შედგა, თეა თაბაგარმა წაიყვანა ჩემივე თხოვნით.

წინასიტყვაობა ჩემს სულიერ, ქრისტესმიერ დას - მედეა კაზარაშვილს ეკუთვნის. გთავაზობთ ამონარიდს მისივე წინასიტყვაობიდან:

,,ვკითხულობ რა მის პოეზიას, ყველაზე მტკივნეული და გულში ჩამწვდომი, ცრემლშეუკავებელი ჩემთვის, გარდაცვლილი დედისადმი მიძღვნილი ლექსებია“.

2025 წელს მესამე წიგნი - ,,საქართველოა ჩემი საუნჯე“ გამოვეცი... ჩემი მესამე წიგნის პრეზენტაცია ჩემს მშობლიურ ქალაქ ფოთში შედგა 2026 წლის 21 მარტს. ჩემი წიგნი პატრიარქზე ლექსით იწყება. სწორედ ილია მეორისადმი მიძღვნილი ლექსის წაკითხვით დავიწყე ჩემი გამოსვლა.

2025 წელს მეოთხე წიგნი ,,მარადისობის მკვიდრნი“ გამოვეცი, რომელიც დედაჩემის - ირინა ძოწენიძისა და ჩემი დეიდაშვილის - ნათია გიორგიძის ხსოვნას ეძღვნება.

ჩემი წიგნები ჯერჯერობით არსად იყიდება... ისე, მე გაჩუქება უფრო მიყვარს, ვიდრე გაყიდვა.

ლექსების წერა 2005 წელს დავიწყე ლადო ასათიანის პოეზიის გავლენით! ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში 1400-ზე მეტი ლექსი დამიგროვდა. ყველაზე ბევრი ლექსი დედაშვილობასა და საქართველოს ისტორიაზე მაქვს.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები