ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2026


ბედუინი

#ლექსები

შემეტყო,  არა, ეგვიპტეში სამოგზაუროდ რომ ვემზადები?

ნინო დარბაისელი

ბედუინი

მე უდაბნოში მივაჭენებ  დაღლილ
კოჭთეთრას,
ბედუინი ვარ,
ჩემს გზას მივალ,
შემეფეთეთ -  რას!

უფასურდება განძეულიც აქ  აურწყავი.
აქ, უდაბნოში მთავარია, რომ გქონდეს წყალი

და მიაღწიო  უახლოეს  ოაზისამდე,
გამეცლებოდე  ნეტა დროზე, ამ კარგს იზამდე!

ამქვეყნიური  არა მიღირს,    რაღაა მზერა!
მზე ჩაიწვერა,
გაქრა,
რაა
ქალი ან  ძე - რა.
მზე ჩაიწვერა,
ცა დაიცერა,
დაისერა,
მეწევა წერა,
თავს დამტრიალებს
დაგეშილა ჩემს სისხლზე ძერა.”

ვხედავ მირაჟებს, უწყლოდ ტვინი  თუ გამეთიშა.
ცხელია ვნება, მწველი, როგორც უდაბნოს ქვიშა,

ქარს მოაქვს ხმები, როგორ შეჰყეფს გიენა ვარდებს,
ვარდი-კარკადე  - ვინც  ამ ცხელ ქარში  გაინავარდებს!

წავიდნენ, გაქრნენ,  დაგვიტოვეს კი - რა მითები,
მე რას მიყურებთ, წადით,  ნახეთ პირამიდები!

ბედის წინ მქროლი ვარ არაბი -  მე ბედუინი,
არაფერია წარმავალთა  შფოთი,  ბუინი,
არ გამეცლებით?! -  ვფიცავ  ალაჰს, განანებთ მწარედ,
სიკვდილი მელის,
გაიწიეთ,
გზა დამიცალეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები