ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2026


საქართველოსთვის მაცოცხლე ჩემო უფალო იესო

,,ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!“
თუ რამ შევცოდე, შემინდე, ჩემო უფალო იესო.

მომლოცველებმა ტაძარში ღამე კვლავ გაათიესო,
საქართველოსთვის მაცოცხლე ჩემო უფალო იესო.

,,ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!“
გურამიშვილის სიტყვები გულს ლახვარივით მიესო...

მეც შემაყვარეს გმირები, აკვანიც დამირწიესო,
მირონიც მცხეს და დამლოცეს ჩემო უფალო იესო.

როდესაც სულეთს წამიყვან კეთილს და გულისხმიერსო,
გთხოვ: შემახვედრე იქ გმირებს ჩემო უფალო იესო.

ვაჟაც მაოცებს, სულ ვაქებ არწივის თვალსაწიერსო,
რუსთაველითაც ვდიდგულობ ჩემო უფალო იესო.

მზე თხოთის მთაზე დაბნელდა, იქვე განათდა იმ დღესო,
შენ მირიანმაც გიწამა ჩემო უფალო იესო.

მომლოცველებმა ტაძარში ღამე კვლავ გაათიესო,
საქართველოსთვის მაცოცხლე ჩემო უფალო იესო.


ოთარ რურუა

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები