მაინც რა სწრაფად გარბიან წლები, ორმოცდაათი...და კიდევ ერთი.... რამხელა გზაა გავლილი თითქოს??? იმდენი კიდევ წინ არის გზები.... სექტემბრის დილა მოხატავს მინებს ვეღარ დაიტევს ფიქრებს მანტია, ალბათ ძნელია ატარო „ქუდი“, მაგ ჟრიამულშიც ალბათ დარდია.... ათინათს ზღაპრულს მზის სხივი ერთვის, ფარფატებს ფიფქი, ცის ნამს ეხება, ურჩ სანაპიროს ოკეანისას სძინავს, თბილისში როცა თენდება.... ხარობ და იღებ მილოცვებს უხვად, ან რით გაოცონ მრავლის მხილველი??? შენ ვინც გილოცავს მათში–ერთი ვარ, ვინც ლექსს გიგზავნის, მათში–პირველი... ისევ ვერ იტევს კალამი ფრაზებს, ლოდზე ტალღები, იქვე თოლია, ორმოცდაათი...და კიდევ ერთი სათქმელიც ითქვა...( ასე მგონია)....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|