ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯერალდ ნიუმანი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2026


განგაში

განგაში ტოვებს სილუეტს ტროტუარზე,
როგორც ჰიროშიმას ჩრდილი დავრჩი ქვის კედელზე,
შენ ჩაიარე ქუჩაში, მე ვერ გაგისწორე თვალი,
ისტორიამ დაიმახსოვრა ეს ფაქტი,
ჩემთვის ყველაფერი, შენთვის არაფერი.
დაცემას უხდება რეფლექსია,
- როგორც შენს გრძელ ფეხებს წვიმის წვეთები,
შეუცვლელია გაზაფხულის სუნი და სილამაზე რომელიც წამიერია,
ჩნდება, ქრება, მაგრამ არასდროს გვავიწყდება.
არ გასულა დღე, რომ არ მეფიქრა შენზე,
ვერ ვანებებ თავს ხეტიალს, იქნებ საერთოდ არ ხარ ამ ქალაქიდან,
ეჭვგარეშეა, - არსებობ.
რამდენჯერ მოვყვე იგივე ამბავი,
ყველაჯერზე აღდგება ლაზარე მკვდრეთით,
ისევ ის კაცი იდგება კუთხეში გაზეთით ხელში,
ისევ წავლენ პატარები ექსკურსიაზე მუზეუმში
და მე ისევ გამეხსნება თასმა ფეხსაცმელზე:
სანამ შევიკრავ წამოვა წვიმა,
შევაფარებ თავს ბიბლიოთეკის კიბეს
განგაში, ისევ შენ, ისევ ჰოროშიმა და ისტორია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები