 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 14 მაისი, 2026 |
წყლიდან ვეცდები გვიან ამოსვლას. იქ ქვების კაკუნია ჩემი გაუსაძლისობა, მოთმინება კი სუნთქვაშეკრულის ყურყუმალაობაში დროის დაზოგვა, შეუძლებლობამდე რომ მიმაღწევინებს გაუმჯობესებული შედეგით. ვზივარ ახლა და ვცდილობ დავიწუნო საკუთარი უნარები იმაზე მეტად ვიდრე ეს აქამდე შევძელი, ვიდრე აქ ყოფნაში ჩათვლემს დრო და შეუმჩნევლად ჩავლის საშუალებას მივცემ. დავუწუნო საკუთარ მცდელობებს სიხისტე, ქმედებებს გულწრფელობა, გადაწყვეტილებებს მედეგობა, ლექსებს სხეული და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ რამეს დავაკვირდები. ამასობაში კი იქნებ იუმორის უნარსაც დაადგეს საშველი, უგერგილო ირონიასაც და დაქვეითებულ თვითშეფასებაში ჩაფლულს გამიჩნდეს სურვილი დაკარგული ადამიანების არჩევანს, პატივის ნაცვლად ვცე თაყვანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|