ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2026


ბრექის მწარე სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბრექის მწარე სონეტი

საქართველოს ტურიზმი ვინ, რამ განავითაროს,
ანკი რა გააჩნია  დიდად  გასაკვირი?
ყველგან როა, ვერც ნახავს ბუკლეტების იმ თაროს,
სხვაგან რაც უფასოა, იმაში -  სურს ძვირი!

შევადარო ეგვიპტე ან ისრაელ-ავსტრია,
საფრანგეთ-იტალია, არც თუ ისე ძვირი?
უტუალეტო თბილისში მოფსმაც მოსანატრია,
თავად გამომიცდია, ვირი ვარ და ვყვირი!

ქვეყნის ჭუჭყიანი და მოუვლელი იერი -
ზოგს ჰგონია, უცხოელს მიიზიდავს უცებ?
მთვრალი, ბოზის მდევარი - ძლივსგამძღარი  მშიერი,
პერსონალის უწვრთნელის - ზედაც - სიტუტუცე…

ბანკის ვალში იხრჩობა, მოარული ბრექით.
ისევ მიწა გერჩიოთ, შრომას მიაწექით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს