ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2026


ვინ არის იგი ( შექსპ. სონეტი)

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ვინ არის იგი
(შექსპ. სონეტი)

ვინ არის იგი, ძირში მომჭრელი თავის,
მყლაპავი მთვარის, დამბნელებელი მზის?
ვინ არის მუდამ ჯიუტი, უმართავი,
ჩასაფრებული მუდმივ მზირად რომ  ზის?

რომ არ ადგება უთქმელად  სიტყვა რამე,
სიმართლეს არ ცნობს? - ჭორ-მართალს ეძებს მზას,
რომ მოსდგამს მუდამ სიბრიყვე-სითამამე,
შეუსვენებლად რომ რევს კვალსა და გზას.

“ჩანდა კეთილი,  სანდომიანი ისე,
მაგრამ გამოდგა გადამკვეთელი გზის”;
მოღალატეებს  - ადამიანი ისევს,
მათში მთავარი -  მის არსებაში ზის!

ავ-კეთილისას  ამ უცვლელ შესართავს -
როგორ დავეხსნა  საკუთარსავე თავს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს