ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2026


ქალაქი წყალში

მშვიდად გადის დღე და,
დავეჩვიე ლოცვას,
მე მჟავე მაქ ფიქრები,
მახსოვს ბოლო კოცნა,
ამბავს ახლა გიყვები,
ჩაძირული ნავის,
სხვა არასდროს ვიქნები,
ან ვიქნები რავი,
ჩემი მეგობარივით,
გულთან ახლოს გხედავ,
ან რამდენი ვიხილე,
ამის ჩუმი ხედვა,
ნაზად წვიმდა ქალაქში,
მერე დასცხო სეტყვამ,
მე ვიპოვე ამაში,
დარდიანი სიტყვა,
ალბათ ახლა სოხუმსაც,
დავაჩინე კვალი,
არ მაქვს მეტის იმედი,
დაფსებულა თვალი,
გულიში დარდმა იყივლა,
განშორების გამო,
დარჩეს ესეც სიცილად,
და საყდარში წამო,
იქ ყველას სურს ღმერთები,
იქ ნაყოფი ყვავის,
სულ ნუ გამიერთდები,
გააჩერე წამი,
ალბათ ახლა იკივლებს,
კარტებიდან დამა,
დაიღვარა ცრემლებად,
სიტყვამ პური ჭამა,
ახლა მე ვარ ერთგული,
გადარეულ წამის,
აღარ მჯერა ივლისის,
და არც არა რამის...


თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები