აქ მე მშვიდად გავატარე ღამე, ღამე იყო ცაზე უფრო მშვიდად, აღარ ვიცი მინდა აწი რამე? აღარ ვიცი აწი რაღა მინდა, ცამ სარკმელში შეიჭყიტა ჩუმად, იქ მე ვიყავ,მთავრეული ღამე, აქ ხევები და საყდრები დუმან, კიდევ მინდა რომ ვიბრძოლო რამე, ჩქარი წვიმა დამესხმება ალბათ, ალბათ ცაზეც უსაშაველოდ წვიმდა, ღამე ჩემი მეგობარი ნაღდად, მასაც შერჩა ერთი ორი წმინდა, აქ ნაფეხურს ავაცილე ფეხი, ალბათ ზღვებმა საყვედური მითხრა, დაეცემა ამ ბაღნარებს მეხი, შენ მითხარი,შენ მითხარი ვინ ხარ? ასე ცამდე აწვდენილი სხივი, ცაში ბუდე გაიკეთა ღამემ, მე ამ სიტყვით მთვარეული ვივლი, და მითხარით საზღაურად რამე...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა < 3 მადლობა მუხა < 3
1. გალაკტიონესულია... გალაკტიონესულია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|