ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ნადირაძე
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2026


ელეგია

დღეს, ნამაისარს, მე ისევ გაზაფხულს და წარსულს ვეტრფი,
ვიხსენებ სურნელს შენი მკერდის აპრილთან ნაალერსალს,
თბილი საღამო ფოთლებთან კეკლუცობს ჩიტებით ხელში,
მიკარგულ დღეებს სულს ვუბერავ, როგორც ჩამქრალ ნაღვერდალს.

ოთახის კედლებს, ყვავილებს, აშფოთებს ტირილი ბავშვის,
დაღლილი ცოლის ხორბლისფერ სხეულზე ისვენებს სევდა,
გონების მიღმა სირვცეებს ალაგებს მომავლის სახლი
და საათის ისრებს საშველად უხმობს ყინული მზერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს