ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2026


ობლის თურმეობითი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ობლის თურმეობითი

დედა მოვინატრე - დედა მომკვდარიყო,
ძიძა მომიძიეს - ძაძის ძიძა იყო,
ძუძუ მოვინდომე - რძე შიგ დამწყდარიყო,
ძველი მონაწველი -  უკვე აჭრილიყო,
მამა მოვიკითხე - სხვათა  წასულიყო,
ერთი ჩიტი მყავდა  - დადუმებულიყო,
თავი მოვიძიე -  თავიც  გამქრალიყო,
მითხრეს -  გასარიყი უნდა გაირიყო!
წასვლა მოვინდომე - ყველა წასულიყო.

პური მოვიშიე - ყუა  გამხმარიყო,
წყალი მოვინდომე - წყაროც დამშრალიყო,
ხელი გავიწვდინე - ხელად  დახრილიყო,
ძილი მოვინდომე - ძალი გამქრალიყო.
ზეცა  მოვიხილე - ცაც პირშავად იყო!
ცა-მზე მოვინატრე - მზე ცას ჩასულიყო.

ობლის კვერი ვაცხვე -  კუტად გამხმარიყო,
რაც რა  გაიმეტეს  - მეტი მნდომებიყო,
ლუკმა  სხვას გავუყავ - სხვამ ვინ რა გამიყო!
ობლის ცრემლი  ვღვარე - ცრემლიც დამწდარიყო.

მთაზე ავებღოტე - მთა ჩამოშლილიყო,
ზღაპრის კოშკი ვაგე, კოშკი - ყორედ იყო,
ოქროს ტახტი დავდგი - ოქრო დამდნარიყო,
ვერცხლის თასი მქონდა - ვერცხლი ჩაქნილიყო,
იმ ჩაქნილი ვერცხლის - მსმელი არვინ იყო,
ერთი ვარცლი მერგო - ვარცლიც  დაცლილიყო…
ალბათ ზღაპარ იყო,
მართლა ზღაპარ იყო!

თავზეც დამათენდა.  ისმის რა?
-  ყიყლიყოოოოოოოო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს