ივნისი მოვიდა , გაზაფხულს კი დარჩა... განვლილი სხვა დროშიც, არაფერს მაგონებს. არაფრის სურნელი, არაფრის ფერი და არ შერჩათ სამარხში ჩამსხვრეულ ამფორებს.
ძველ ტრიუმფს და ხატებს აია სოფია, დაუთმობს მეჩეთებს, დიდებულ ისტამბულს ასეა , მაისის დამჭკნარი ვარდებიც ვერ გრძნობენ ცრემლებს და ვერ გრძნობენ სიხარულს.
იმატებს საწყისში გრგვინვა და ქუხილი, და ბოლოს, ქარებიც მომსკდარი ჩადგება. მომავალს, ვიდრემდის სიცოცხლეს ვჭირდბი, ასეა ნამდვილად, შენ მყავხარ თავდებად.