ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2026


სონეტი შემდგომობისა

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი შემდგომობისა

(Wild Nights (249) E. Dickinson)

ეს  - რა სიგიჟე იყო,
წინ რაც უძღოდა, ისიც,
რა ბუღი დამდგარიყო,
ვისაც გადახდა,  იცის!

ვზანტდებით ასე რატომ?
რას დაემონა  ტანი?
ამ წამმა - უღალატომ
ცნოს,  დაე, მონატანი!

ბრძოლა - იმედი - ნება,
ალყური  - მოდგინება,
წყლად როდი  მედინება,
უბრალოდ,  გვეძინება!

ვინ - აქ -  რა ითავნება?
სად გაქრა ორთა ვნება?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს