ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი2
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2026


თმენის და ტკივილის სანაცვლო

გიყვარს და სული გულს ულოცავს მზეობას-
(...გგონია ეხები ოცნების ხავერდებს...)
-გონება დარაჯის სიფხიზლე ეომა...
წარსული მომავალს კვლავ უფალს ავედრებს.

დილას ხომ ისევე მოჰყვება საღამო,
საღამო ჯიუტად დაუცდის განთიადს,
ცრემლები თუ გინდა ღიმილში ჩამალე,
თვალები ტკივილად მზერაში გაგთქვამენ...

ზოგჯერ ხომ... ტკივილიც დაუდე სადავედ სიხარულს,
და ჯვარი ცხოვრების მხარდამხარ ატარე,
და მაინც თენდება, თენდება სინათლედ,
გწამდეს და გიყვარდეს, გწამდეს და გიყვარდეს!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს