ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2009


ჩემი ძიძაა

ეს იყო ადრე, ზღვაურმა რომ გადაიშოლტა
თმები და დაჰყვა ჯებირებს და ბრებს და მისთანებს;
შენ გერქვა ჩემი სიყვარული - ჩემი იზოლდა,
მე მერქვა შენი თვალისჩინი - შენი ტრისტანი!..
ეს იყო ადრე... აქ არც ზღვაა და არც რიწაა,
თეთრი კვირტები დასჩენია გაღმა ხეივნებს;
ახლა მარტო ვარ და ეს მარტი ჩემი ძიძაა,
ლექსებს მასწავლის და ქუჩაში დამასეირნებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები