ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2026


როცა საბოლოოდ დავგლიჯეთ ერთმანეთი

როცა საბოლოოდ დავგლიჯეთ ერთმანეთი
და ის-ის იყო,
გადასარჩენად ვემზადებოდით,
იყო ერთი გამოხედვა, -
უკან დახევის თუ გამოფხიზლების მაგვარი.
რა შემზარავად ვგავდით ხელებით,
გადამხდარი ბავშვობით და
ულვაშებიანი ჩვენი თევზებით -
ხან მამებში რომ გვერეოდნენ და ხან თევზებში.
დაგორებული დედის მუცლებით,
ხელცარიელი ქვების ტარებით რომ
დაიღალნენ და სანახევროდ ძლივს გაგვაჩინეს,
ამითაც ვგავდით.
რა შემზარავად ვგავდით სირბილშიც,
იმ მუცლებმა დაგორება რომ გააგრძელეს
და ასე გორავენ იმის მერე..
უნდა გავიქცეთ,
უნდა დავწვეთ,
უნდა შევჭამოთ,
ვინმე უნდა შევიწიროთ,
ხელში შევიკლათ..
ესეც ითქვა, ამ გამოხედვით
და ხელიც როცა ჩამოვართვით
ამ გამოხედვით,
ის-ის იყო თენდებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები