ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2026


ჰორმონების ქარიშხლები (სონეტი)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჰორმონების ქარიშხალები
(სონეტი)

მოდის გოგო - ყველაფერი
თვალში მოსახვედრი;
ქარი - სუნთქვით მონაბერი,
ასაკია  - მკვეთრი.

ჰორმონების ქარიშხლები
ზედ აგლეჯენ სამოსს.
შემხედვარე ხარ? იშლები?
თვალი უცქერს  ამოს?

გაიზრდება, დადინჯდება,
სხვებს მიჰყვება კვალად.
ქარიშხლებიც დაუნჯდება.
ჩაითვლება ქალად.

დაეწიე, მონაბოდის
დამჯერია, მოდის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს