ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: იუმორისტული
5 ივნისი, 2026


მე შენი ცოლი მიყვარს (სონეტი)

#ლექსები
ნინო დარბაისელი

მე შენი ცოლი მიყვარს
(სონეტი)

ასფალტზე ცარცით ეწერა:
,, მე შენი ცოლი მიყვარს”,
ვის - ბედი  გადაეცერა,
ვინ - თავი გაიბრიყვა.

“მე შენი ცოლი მიყვარსო”?! -
აღარ ეძინათ კაცებს.
თქვეს ფიქრში: - განაბრიყვარსო
ჩემს ცოლს ვიღაცა მტაცებს.

შფოთავდა მთელი  უბანი,
არც ქალებს ჰქონდათ ძილი:
- სხვა - მყვარობს! ქმარი?! - უბანი -
დამიდის,  გაბღენძილი…

სხვისთვის ვარ  - ვარდი, ნარცი… 
…წვიმამ წაშალა ცარცი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები