გული ანათებს სიწითლეს, სიწითლე ჩვენი ბრალია, მუხავ შენ თუ კი იწიფლე, და მოიხადე ვალია, არა ღირს ამბის გაგება, ჩვენებს არ დასცე რეტია, მუხთალი არის განგება, ჩვენი სამოსი სვეტია, სადაც კი ჩრდილი მოვნახე, იქ წავბორძიკდი წამითა, მთვარის ნაბადრი ეგ სახე, ტოტნი ნახატი კალმითა, სამასი წელი გაძლება, აბა ხუმრობა როდია, ცოდვას ვერ ჩემობს განგება, გვერდზე კი დიდი ლოდია, მუხავ დიდი ხნით იცოცხლე, წამით დაგვარდა ცრემლია, და უფერული სიცოცხლე, სადღაც წიფლები გვდევნიან, შენ გარდა არვინ მწამლობდა, როცა მზე მქონდა დარდითა, მაშინ წიფელიც ამბობდა, რომ ხარ ნახატი კალმითა.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გილოცავთ მუხა,მრავალს დაესწარით,გამიხარდა რომ გაგახარეთ,სამასი წლის შემდეგ გაგაგებინებთ პასუხს,ჯერ უნდა დავფიქრდე... გილოცავთ მუხა,მრავალს დაესწარით,გამიხარდა რომ გაგახარეთ,სამასი წლის შემდეგ გაგაგებინებთ პასუხს,ჯერ უნდა დავფიქრდე...
1. როგორ მესიამოვნა ეს ლექსი, გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო და დღეს ეს რომ წავიკითხე, მივისაკუთრე და ჩემს საჩუქრებს დავამატე. შენ პირს შაქარი ავტორო, ეგება მეც სამასი წელი მერგოს,ა რას იტყტვი?! როგორ მესიამოვნა ეს ლექსი, გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო და დღეს ეს რომ წავიკითხე, მივისაკუთრე და ჩემს საჩუქრებს დავამატე. შენ პირს შაქარი ავტორო, ეგება მეც სამასი წელი მერგოს,ა რას იტყტვი?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|