ვწუხდი, ვერაფრით ვეღარ დავლაგდი დღეებს კი ბოლო აღარ უჩანდა .. ულამაზესი გოგო ქალაქის გამოჩნდებოდა მთავარ ქუჩაზე,
წყდებოდა ფიქრი და ლაპარაკი რომ შემორჩენილ ქარის ჩურჩულში,
ადამიანებს უნდა ენახათ, მოსიარულე ქვეყნად ურჩი მზე მიუწვდომელი როგორც ვენახი დამწიფებული სხვათა ზეიმზე.
გამოქცეული ღია კარიდან ღრუბლებს ეკვროდნენ ფრთებში სიზმრები, მაინც რამდენი ვილაპარაკეთ, როგორ ტბორავდა ღაწვებს სისველე,
ვდუმდი.. თვალებით შენს ლანდს ვეძახდი, დღეები დღეებს ზანტად მისდევდნენ, მაინც რამდენჯერ გამომეცხადე რამდენჯერ შეკრთი ვერ გავიხსენე,
გაქრა, ჩაიწვა ბოლო სანთელიც -ვგავდი დიდ ომში მშიშარა მარშალს, როცა ტყვიების კორიანტელში, შენი საშველი არა და არ ჩანს
არ ვიცი, ჩემი თუ იყო ბრალი ბოლო წუხილიც სულში ღრმად ჩამრჩა, მზეს რომ თესავდა პატარა ქალი ცის კაბადონზე, წლებია არ ჩანს....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|